ქალების ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველ მატჩში “ბარსელონასა” და “ვოლფსბურგს” შორის გასამართი დაპირისპირებისთვის ბილეთის შოვნა დიდი პრობლემაა.
გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ თამაში “კამპ ნოუზე” ჩატარდება კლუბის წევრებს ბილეთების დაჯავშნის უფლებაც მიეცათ. პირველივე დღეს 50 ათასი ბილეთი დაიჯავშნა, დღეს დილით კი ბილეთების ღია გაყიდვა დაიწყო.
TV3-ის ინფორმაციით ბილეთების გაყიდვის დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეძენის დაახლოებით 130 ათასი მსურველი დაფიქსირდა, ბილეთი კი 50 ათასზე ნაკლებია. ამჟამად ბილეთების გაყიდვიდან 3 საათიც კი არაა გასული, მაგრამ ჩანს, რომ ოფიციალურ საიტზე შეძენის სურვილი უკვე 150 ათასზე მეტმა ადამიანმა დააფიქსირა, ამას ემატება “კამპ ნოუს” სალაროებში გაყიდული ბილეთები.
ოფიციალური ინფორმაცია, არის თუ არა გასაყიდი ბილეთები დარჩენილი, ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
ხომ არ იცით გოგოების თამაშზე ბილეთები საიდან სადამდე მერყეობს ფასები ?
მეც შევიძინე ამიხდა ოცნება და პუტელიასს ავტოგრაფთან ერთად კოცნაც უნდა დავსტყუო🥰😘
დღეს ბედნიერი ვარ, რათა ბარსას ქალთა, თუ კაცთა გუნდები "ვერტექსის" უმაღლეს წერტილის სათავეშია!!!
ისევ ესენი თუ ამოქაჩავენ ბარსელონას ბიუჯეტს. სანამ კაცები გუნდს აშენებენ.