ოფიციალურად: ქალების ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალს კამპ ნოუ უმასპინძლებს

ოფიციალურად: ქალების ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალს კამპ ნოუ უმასპინძლებს

ინფორმაცია, რომელიც აქამდეც ვრცელდებოდა, ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურდა.

UEFA-მ “ბარსელონას” თხოვნა გაითვალისწინა და ქალების ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის შეხვედრა 22 აპრილს დანიშნა, რაც “ბარსას” თამაშის “კამპ ნოუზე” ჩატარების საშუალებას მისცემს.

ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველი თამაშები 23 და 24 აპრილს იყო ჩანიშნული. “ბარსას” პირველი თამაში საკუთარ მოედანზე უწევს. კატალონიელებს შეხვედრის “კამპ ნოუზე” ჩატარება სურდათ, მაგრამ პრობლემას ის ქმნიდა, რომ 24 აპრილს ამ სტადიონზე “ბარსელონასა” და “რაიოს” დაპირისპირება უნდა გაიმართოს, 23 აპრილს კი კატალონიაში წმინდა გიორგის დღე აღინიშნება.

“ბარსამ” UEFA-ს მიმართა თხოვნით, “ვოლფსბურგთან” საშინაო შეხვედრა 22 აპრილისთვის გადაეტანა და დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ეს თხოვნა გაითვალისწინა. ამრიგად თამაში 22 აპრილს, თბილისის დროით 20 საათსა და 45 წუთზე დაიწყება და მას “კამპ ნოუ” უმასპინძლებს.

კლუბის წევრებისთვის, რომლებიც ამის სურვილს ხვალამდე დააფიქსირებენ, დასწრება უფასო იქნება. ხვალ ბილეთების გაყიდვა დაიწყება, ფასი კი მხოლოდ 9-დან 15 ევრომდე იქნება. როგორც ჩანს, “ბარსელონას” ფინანსურ სარგებელზე წინ “კამპ ნოუზე” მორიგ ანშლაგს აყენებს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • nika 54
    05 აპრ 2022, 14:50

    მოკლედ ახალ რეკორდზე მიდიან ეტყობა და იმიტომაც დაიკიდეს ბილეთების ფასი. ალბათ გადაიჭედება სტადიონი პირამდე, 9-15 ევრო სტადიონზე ერთი ბაკალი ლუდი და ბუტერბროდი ეღირება, ისე რო ფაქტიურად უფასოდ მიდიან საყურებლად.

  • shu1987
    04 აპრ 2022, 19:43

    პატარა ჩემო პატარა პუტელიას ჩემო პატარაა 😘😘😘 უმაგრესი გოგონები არიან ოშოალაც ძაან დონეა.

  • EL MAESTRO 6
    04 აპრ 2022, 16:50

    იმედია ისევ 90 000 ზე მეტი მაყურებელი იქნება, წარმატებები

  • riva
    04 აპრ 2022, 16:42

    აქ მარტო ანშლაგზე არაა გათვლა. აჩვევენ გულშემატკივარს ქალთა ფეხბურთზე სიარულს. ახალი კულტურა ვითარდება ამით, ქალთა ფეხბურთზე დიდი დასწრება…