არგენტინული გამოცემა Tyc Sports ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ლიონელ მესი “ბარსელონაში” დაბრუნებას არ გეგმავს.
ჟოან ლაპორტას ინტერვიუს შემდეგ, როდესაც მან განაცხადა, რომ “ბლაუგრანა” “ლა პულგას” დაბრუნებაზე არ ფიქრობს, წყარო არგენტინელის გარემოცვას დაუკავშირდა, რომელმაც დაუდასტურა, რომ 34 წლის ფეხბურთელი “კამპ ნოუზე” დაბრუნებას” არ აპირებს.
მესის “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს და დიდი ალბათობით, პარიზულ გუნდში ხელშეკრულების ამოწურვამდე დარჩება თუმცა, თუ ლეო კლუბის შეცვლას გადაწყვეტს, ის “ბარსელონაში” მაინც არ გადავა. Tyc Sports ირწმუნება, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბუთელი “ბარსაში” იქამდე არ დაბრუნდება, სანამ კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა იქნება. ამ უკანასკნელსა და მესის შორის უთანხმოება გუნდიდან ლეოს წასვლის შემდეგ წარმოიშვა.
ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელისთვის მიმდინარე სეზონი კარგად არ მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ პსჟ ლიგა 1-ს დამაჯერებლად ლიდერობს, გუნდი ჩემპიონთა ლიგას ნაადრევად გამოეთიშა, ლიდერებს კი (მათ შორის მესის) გულშემატკივრებმა უსტვინეს. ყველაფრის მიუხედავად, ლეო პარიზულ გრანდში მინიმუმ ერთი სეზონი მაინც დარჩება.




ლაპორტამ ჯერ გამოიყენა და მერე მოიშორა.აქ ბევრს ჰგონია, რომ მესის უნდოდა წასვლა და ამას იმითი ასაბუთებენ, რომ მაშინ რატომ არ გაახანგრძლივა, სანამ ვადა ამოიწურებოდაო. მაგრამ ვინმემ იცის, შესთავაზა თუ არა ეს კლუბმა?! ან რა საუბრები იყო შიგნით და რას ჰპირდებოდა ლაპორტა?! არავინ არ იცის და ვარაუდებით ბევრი რამის თქმა შეიძლება. მესის უნდოდაო წასვლა წინა სეზონზე და არ გაუშვესო. კი უნდოდა, რადგან ბართომეუმ აურია ყველაფერი, ათასი სისაძაგლე გაუჩალიჩა და მაგ ნაგავის გამო უნდოდა წასვლა, მაგრამ ლაპორტას მერე ყველაფერი შეიცვალა, შენი ძმა ვარ და ერთად ავაშენოთ გუნდიო. მაგრამ მერე გადაგდო. ასაკშია, მაღალი ხელფასი აქვს და გაშვება გადაწყვიტა. სეზონის დაწყებამდე 1 კვირით ადრე უთხრა და მაგ მომენტში ერთადერთი მსურველი პსჟ იყო და იმიტომ გადავიდა იქ და არა იმიტონ, რომ პსჟ-ზე გიჟდებოდა. მესი არაა ის ტიპი, რომელიც ერთი გუნდიდან მეორეში დარბის. მისი სახლი ბარსა იყო, ამ ქალაქში ცხოვრობდა და არსად წასვლას არ აპირებდა ბართოს წათრევის მერე. თუმცა ლაპომ გამოიყენა და მერე გადააგდო. მე მჯერა, რომ ასე იყო და ვისაც არ გჯერათ თქვენი საქმეა.
ზუსტად აი მაგიტომ არ დაბრუნდება, სანამ აქ ლაპორტაა, რადგან მოატყუა და იასნია, რომ გაბრაზებულია.
რა თქმა უნდა არ დაბრუნდება, იქ რა დარჩენია, არ მითხრათ ეხლა ტკბილი მოგონებებიო. ლაპორტამ ყველა მოგონება წაუშალა თავში. და არც მისი წასვლის შემდეგ დაბრუნდება მითუმეტეს თუ პიკე გაპრეზიდენტდება. იმედია არ ფიქრობთ რო მშიერი მოკვდება.
მეც ეგრე მგონია მაგრამ თუ ოლდ ბოისში წავა მაშინ ინტერ-მაიამიში 2-3 წელი იქნება, 4 არ მგონია
არც უნდა დაბრუნდეს
ამ არგენტინას მსოფლიიზე ცერათ არავინ შეხედოს სკალონიმ კარგი გუნდი შეკრა 30 თამაშს არ აგებენ უკვე შანსი თანაბარი აქ ვისაც არუნდა შეხვდეს ზოგთან კი ცოტა მეტიც.იმედია მოიგებს არგენტინა და ლეოც ოფიციალურად ჩააფურთხებს ყავაში🙃მერე კი ესპანეთმა თავისთავად
ოხ ლაპორტა შენი სუყველაფერი რაააა
სეზონნახევარი იმუშავებს პსჟ-ში, მანამდე მუნდიალს მოიგებს, მერე წავა ინტერ მაიამიში, ერთ 3-4 სეზონს იბურთავებს, ყველას და ყველაფრის რეკორდებს მიახსნის, ბოლოს დაბრუბდება ნიუელს ოლდ ბოისში, როგორც თუთიყუში ჟაკო და იქვე დაასრულებს კარიერასაც