workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
რა ვერ გაიყვეს?  ნაწილი I

რა ვერ გაიყვეს? ნაწილი I

 

სტატიაში თქვენ გაეცნობით ერთ–ერთი უდიდესი დერბის,  “ბარსელონა”–”ესპანიოლის” დაპირისპირების ისტორიას.

 

 

    

“მეტი,ვიდრე კლუბი”–”ბარსელონას” ეს ლოზუნგი, რომელიც მისი სტადიონის ტრიბუნებზეცაა დაწერილი და კლუბის ათასგვარ სუვენირზეც, ყველაზე კარგად ასახავს კატალონიელი ხალხის დამოკიდებულებას ამ კლუბის მიმართ. “ბარსა”– ეს კატალონიური დამოუკიდებლობის, ენის, კულტურის სიმბოლოა. მოკლედ  რომ ვთქვათ ის ყველაფერს გამოხატავს, რაც მადრიდს უპირისპირდება. ხოლო საფეხბურთო მოედანზე ნაჩვენები შედეგები, პოლიტიკურადაც და სპორტულადაც ესპანეთის დედაქალაქის წინააღმდეგაა მიმართული.

      ითვლება,რომ მრავალმილიონიანი ქალაქი, რომელიც ერთი კლუბის სიყვარულით ჭკუიდან გადადის არის ბარსელონა. ლურჯ–ბროწეულისფერი მაისურები და შარფები, ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდება ქალაქში, განსაკუთრებით კი ცენტრში. ყველა ადგილობრივი ბავშვი ოცნებობს გახდეს მესი, ხოლო ათასობით ტურისტი ყოველდღე ასრულებს მარშრუტს “კამპ ნოუზე”. ყველას ავიწყდება რომ ქალაქში არის მეორე საფეხბურთო კლუბიც, რომელიც მხოლოდ 1 წლითაა “ბარსაზე” ახალგაზრდა. ცნობილ ბულვარზე  “La Rambla”, სადაც “ბლაუგრანას” სუვენირები იყიდება, თქვენ ვერ შეხვდებით “ესპანიოლის” მაისურებს. აქ კი რა მოსატანია და “რეალისას” რამდენსაც გინდა. 

      “თუთიყუშების”(ასე ეძახიან “ესპანიოლს”)  დამაარსებელს, ანხელ როდრიგეს რუისს და მის მეგობრებს სურდათ, სუფთა ესპანური კლუბი დაეარსებინათ. “ბარსელონა” როგორც იცით ბრიტანელებმა, შვეიცარიელებმა და კატალონიელებმა შექმნეს. სახელიც რუისმა ამიტომ შურჩია თავის კლუბს –”ესპანიოლი” და ამით ხაზი გაუსვა მის კავშირს ესპანეთთან და მადრიდთან.

 

 

    1918 წელს, როცა კატალონიამ დამოუკიდებლობა მოითხოვა მადრიდისგან, “ესპანიოლმა”  ორგანიზება გაუწია საპასუხო პეტიციის შედგენას და მადრიდში გაგზავნას. პეტიცია გმობდა დამოუკიდებლობას. სამოქალაქო ომის დროს და შემდგომში დიქტატორ ფრანკოს მმართველობის დროს “ესპანიოლის” ბევრი მხარდამჭერი ულტრა მემარჯვნე პარტიის წევრი იყო, ხოლო კატალონიელთა უმეტესობა მემარცხენესი.

    ქალაქური დერბი ნომერ პირველი მატჩი “თუთიყუშებისთვის” არის ,რადგან “ბარსას” მთავარი მტერია “რეალია”. კლასში განსხვავება კლუბებს შორის აშკარაა. “ესპანიოლი” ჩემპიონი არასდროს ყოფილა, ამ დროს კი “ბარსა” ერთ–ერთი  უდიდესია ჩვენი პლანეტის ფარგლებში.

    ამ ბოლო დროს პოლიტიკური ვნებები ცოტა დაცხრა და კლუბებს შორისაც შეინიშნება დაახლოვება. “ესპანიოლმა” თავისი ჰიმნი კატალონიურად თარგმნა,ხოლო ანდრეს ინიესტამ მსოფლიო თასის ფინალში გატანილი გოლი  “ესპანიოლის” ტრაგიკულად გარდაცვლილ კაპიტანს და საკუთარ მეგობარს, დანი ხარკეს მიუძღვნა. ახლა, როდესაც ინიესტა გამოჩნდება “თუთიყუშების” სტადიონზე, გულშემატკივრები აპლოდისმენტებით ხვდებიან მას.

 

პირველი ნაწილის დასასრული…

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward