workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
5 ცვლილების წესი ფეხბურთში საბოლოოდ დაინერგა

5 ცვლილების წესი ფეხბურთში საბოლოოდ დაინერგა

საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ (IFAB), რომელიც ფეხბურთის წესებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს იღებს, 2022/23 წლების სეზონის წესების დაამტკიცა.

მომდევნო სეზონისთვის წესებში მნიშვნელოვანი ცვლილება არ იგეგმება. ცვლილებების უმრავლესობა დაზუსტებითი ხასიათისაა. მაგალითად, აქამდე წესებში ეწერა, რომ თერთმეტმეტრიანის შესრულების დროს მეკარეს ერთი ფეხი აუცილებლად კარის ხაზზე უნდა ჰქონდეს. ეს წესი ტოვებდა ფორმალურ საფუძველს, მსაჯს მეკარე დაეჯარიმებინა, თუ მას ერთი ფეხი ხაზიდან შიგნით, კარში ჰქონდა. ახლა კი დაზუსტდა, რომ მეკარეს ერთი ფეხი ხაზზე და კარში შიგნით უნდა ჰქონდეს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი კი ისაა, რომ თამაშის დროს 5 ცვლილების განხორციელება მუდმივი წესი გახდა. აქამდე ეს წესი დროებით ხასიათს ატარებდა და მისი შემოღების მიზეზი კორონავირუსის გამო გადატვირთული კალენდარი იყო. მომდევნო სეზონიდან კი ეს დათქმა სტანდარტულ წესებში გადაინაცვლებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 27 მარ 2022, 18:38

    ციტატა: jack slater
    მოკლეს ფეხბურთი ამ წესებით.5 ზამენა რა ამბავია🤮🤮🤮🤮🤮🤮🤮🤮🤮

    ბლიად


    არადა მახსოვს დრო. მსოფლიო ჩემპიონატებზე არცერთი შეცვლა არ კეთდებოდა, ტრამვაც რო მიეღო ვინმეს გუნდი 10 კაცით რჩებოდა. და კიდევ მედალს იმათ აძლევდნენ ვინც ფინალში ითამაშებდა ეხლანდელივით 23 მედალი კი არ რიგდებოდა.

  • Don_Andresito
    schedule 27 მარ 2022, 11:28

    ეს პეპის ბარსა არაა ახლა ამ სტილით ვეღარავის დაღლი ყველამ იცის უკვე როგორ გეთამაშოს, თუ დაუღალავია 90 წუთი დაგაპრესინგებს როგორც ლივე და ბაიერნი. თუ არ აქვს მაგის ერთი ადგილი დაცვაში ჩაგიჯდება და ავტობუსს ჩაგიყენებს როგორც ლა ლიგის გუნდების 70%. და თუ გაიძვერა გუნდია 70 წუთი ბურთს მოგცემს და მერე მსაჯის სიგნალზე შეგიტევს 😁 როგორც რეალი. ასე რომ ბარსა ახლა ისეთ პრესინგს თამაშობს ნამდვილად ჭირდება 5 კაცის ცვლილება. პლიუს ჩავის როტაციები უყვარს და ამხელა რესურსი ისე რო მართო არავის აწყენონო კარგიცაა 5 ცვლილება. ნიკო დეპაი ადამა გავი ლიუკი დესტი გარსია უმეტესად სკამზე რჩებიან მარა ბოლო 20 წუთს თამაშობენ და არავინ ტირის სათამაშო დროზე. ანჩდლოტივით ქინძი ტრენერი კი არ გვყავს 14 კაცით რო უნდა სულ სეზონის ჩამთავრება. ჩავის მიეცით იოვიჩი აზარი ბეილი სებალიოსი ისკო და შეიძლება ლა ლიგა მოიგოს მაგ სასტავით. ისე იოვიჩის ტრანსფერში რო ჩაგვიხტნენ და კაი 65 მილიონი რო მიათხლიშეს 😁 ჩვენ დაგვცინიან არადა 275 მილიონი ყავს ზამენაზე სათამაშო დროის გარეშე ბეილი 100 აზარი 110 იოვიჩი 65.

  • MARI=BARCA-fan
    schedule 26 მარ 2022, 22:09

    ციტატა: vitorborbafereira
    ბარსას სტილიდან გამომდინარე ცუდი სიახლეა, ვინაიდან ბარსა ყოველთვის მეტოქის დაღლაზე თამაშობს და როცა ნახევარი გუბდის შეცვლა შეგიძლია უკვე რთულია დაღლაზე გააკეთო აქცენტი

    მაგრამ საერთო ჯამში ტრავმების პრევენციისთვის კარგი სიახლეა და დროთა განმავლოში გუნდებიც შესაბამისად გადაეწყობიან


    კი მაგრამ ბარსაც ხომ შეცვლის 5 ფეხბურთელს – იქნება "ბარი-ბარში"!

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 26 მარ 2022, 20:43

    ძაან კაია, საბოლოოდ დარჩება ეს წესი. თუმცა გუარდიოლასთვის რა მნიშვნელობა აქვს მთელი მატჩის მანძილზე 1 ცვლილებას არ აკეთებს 😁😁

  • SHOTADEPAY9
    schedule 26 მარ 2022, 20:17

    მშვენიერია

  • vitorborbafereira
    schedule 26 მარ 2022, 19:46

    ბარსას სტილიდან გამომდინარე ცუდი სიახლეა, ვინაიდან ბარსა ყოველთვის მეტოქის დაღლაზე თამაშობს და როცა ნახევარი გუბდის შეცვლა შეგიძლია უკვე რთულია დაღლაზე გააკეთო აქცენტი

    მაგრამ საერთო ჯამში ტრავმების პრევენციისთვის კარგი სიახლეა და დროთა განმავლოში გუნდებიც შესაბამისად გადაეწყობიან

  • shu1987
    schedule 26 მარ 2022, 19:20

    რათქმაუნდა ამ ყველაფერს დადებითიც აქვს და უარყოფითიც , ფეხბურთი ძაან დიდი ბიზნესია რეალურად და ამ წესით ფეხბურთელებსაც და გუნდებსაც ამოსუნთქვის საშუალება მიეცემათ..

  • EL MAESTRO 6
    schedule 26 მარ 2022, 19:18

    ძაანაც კარგი, ახლა ბევრად მეტ ფეხბურთელს ვნახავთ მოედანზე და უფრო მეტი შესაძლებლობაა მწვრთნელისთვის

  • nikusha
    schedule 26 მარ 2022, 19:04

    პრემიერ ლიგაშიც მასე იქნება ალბათ?!