workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსა რაფინიას აგენტთან მოლაპარაკებას აგრძელებს, ანტონის ძვირად მიიჩნევს | ფაბრიციო რომანო

ბარსა რაფინიას აგენტთან მოლაპარაკებას აგრძელებს, ანტონის ძვირად მიიჩნევს | ფაბრიციო რომანო

ფაბრიციო რომანო “ბარსელონას” სატრანსფერო სამიზნეებზე: რაფინიასა და ანტონიზე, განახლებულ ინფორმაციას გვთავაზობს.

ჟურნალისტის ცნობით, კატალონიელები რაფინიას აგენტ დეკუსთან მოლაპარაკებებს, უკვე ერთი თვეა, აწარმოებენ, თუმცა “ლიდსთან” ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაიწყება – ამას გარკვეული დრო დასჭირდება.

რაც შეეხება ანტონის, “ბარსელონა” “აიაქსის” 22 წლის შემტევს აფასებს, თუმცა მოცემული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მის სატრანსფერო ღირებულებას ძვირად მიიჩნევს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ზემოხსენებულ ფეხბურთელებს რეკომენდაციას დანი ალვესი უწევს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 26 მარ 2022, 12:32

    ჟურნალისტის ცნობით, კატალონიელები რაფინიას აგენტ დეკუსთან მოლაპარაკებებს, უკვე ერთი თვეა, აწარმოებენ, თუმცა "ლიდსთან" ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაიწყება – ამას გარკვეული დრო დასჭირდება.
    ერთი თვე დეკუსთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს? აკი ლაპორტას ძმაკაციაო? ეგ არის ძმაკაცობა? გითხარით ბიზნესი და მეგობრობა მარტო ჩვენთან შეიძლება არსებობდეს. დალაგებულ ქვეყნებში ესეთი რამეები არ განიხილება.

  • Zura Gviniashvili
    schedule 26 მარ 2022, 12:11

    ციტატა: რივალდო-მესი
    საშუალოზე საშუალო ფეხბურთელია. ვერ ვხვდები რატო უნდა გადააგდონ ამაში 35 მილიონი.ვაბშე არავინ იყიდონ და ისევ ბარსა ბ დან ამოიყვანონ ჯობია ვიდრე ლიდსის ერთერთი ლიდერი ( არა გომეკვეთილი) მოიყვანო თან 25 წლის რომელსაც სავარაუდოთ ორ წელიწადში თამაში მობეზრდება😕


    ლივერპულის ფანები იწერებიან ლითსი თუ გავარდა 20 მ შიც გაყიდიანო ამიტომ 30 მ ში ეხვეწებიან ეხლა წაიყვანეო როცა მანამდე ლივერპულისგან გაკეთებული 40მ დაუბლოკავთ. რამდენად სიმართლეა არ ვიცი

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 26 მარ 2022, 11:16

    რავიცი გვინდა ეს?

  • me da barca
    schedule 25 მარ 2022, 22:57

    არ ვიცნობ ამას, არვიცი რის მაქნისია. დემბელეა ლიდსის ფანი და ხომ არ ვკითხო?!

  • shu1987
    schedule 25 მარ 2022, 22:30

    ციტატა: SHOTADEPAY9
    ადამა დაიტოვონ


    ადამა ერთფეროვანია არაა მოაზროვნე, ჩავის კიდე მოედანზე მოაზროვნე ფეხბურთელები უყვარს, ადამა რამდენადაც ჯანზეა ფაქტია იმდენად შედეგიანი ვერაა, ცუდი არაა უბრალოდ ადამას დაეყრდნო მარტო არ იქნება სწორი

  • Albicelecte
    schedule 25 მარ 2022, 22:19

    აუ ეს რაფინიები და გრაფინიები აღარ მობეზრდათ?!
    ანტოშკას რას უწუნებენ ვინგერზე?!

  • SHOTADEPAY9
    schedule 25 მარ 2022, 21:02

    ადამა დაიტოვონ

  • რივალდო-მესი
    schedule 25 მარ 2022, 21:01

    საშუალოზე საშუალო ფეხბურთელია. ვერ ვხვდები რატო უნდა გადააგდონ ამაში 35 მილიონი.ვაბშე არავინ იყიდონ და ისევ ბარსა ბ დან ამოიყვანონ ჯობია ვიდრე ლიდსის ერთერთი ლიდერი ( არა გომეკვეთილი) მოიყვანო თან 25 წლის რომელსაც სავარაუდოთ ორ წელიწადში თამაში მობეზრდება😕

  • ROUCH
    schedule 25 მარ 2022, 19:06

    მოდი არ გვინდოდეს რა ეს ბრაზილიელი ტრინკაუ. ვიღაც სადღაც რო გაიფართხალებს როგო ყველათი ინტერესდებიან და აქ მოათრევენ. ყოველ სეზონზე ახალახალმა ამისნაირებმა თქვენ გგონიათ ნაკლებად აზარალა გუნდი? გადაიხდიდნენ 35 40 მილიონს მერე ან ანათხოვრებდნენ ან 15 20 მილიონად ყიდდნენ მაგას პლიუს ხელფასი

  • gecheche
    schedule 25 მარ 2022, 18:57

    Griezzy7,
    რაფინია დემბელეს შემცვლელად გამოდგება