ვალდესმა გუშინ ”ბარსას” მაისურით 410-ე მატჩი ჩაატარა. იგი ამ რიცხვით გაუთანაბრდა ანდონი ზუბიზარეტას. ვიქტორ ვალდესი ”ბარსას” პირევლი მეკარეა. ის ყველასგან გამორჩეულად თამაშობს. იგი არ ჰგავს სხვებს. ზუბის ”ბარსას” ფორმით 410 მატჩი აქვს ჩატარებული. ვალდესის დებიუტი ”ბარსაში” 2002 წელს შედგა. 2003 წლიდან კი ის უკვე გუნდის პირველ მეკარედ ითვლება. ჩვენ მისი არაერთი კარგი თამაში გვახსოვს.
323 გოლი, 410 მატჩში
”ბარსას” 1-მა ნომერმა, რომელიც 29 წლის გახლავთ, გუშინ 410 მატჩი ჩაატარა ”ბარსას” მაისურით. 296 მატჩი ლიგაზე, 86 ჩემპიონთა ლიგაზე, 12 ესპანეთის თასზე, 8 ესპანეთის სუპერთასზე, 3 ევროპის სუპერთასზე. მან 410 მატჩის განმავლობაში გაუშვა 323 გოლი. მან გუნდთან ერთად მოიგო 17 ტიტული. 5-ჯერ ლა ლიგა და 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა.
ზუბი და ვალდესი (410), რამალეტი (383), სალვადორ სადურნი (331) და ლელო არტონა (248).
”ეს ციფრი დაუჯერებელია”
”ეს რიცხვი ძალიან მახარებს. მე გავუთანაბრდი ზუბის. პეპი ”იგი ტიპიური მეკარეა. ზუსტად ის გვეხმარება შეტევის წამოწყებაში”.