უსმანდ დემბელე, შესაძლოა, “პარი სენ-ჟერმენში” გადავიდეს.
L’Equipe-ის ინფორმაციით, დიდი შანსია, ფრანგი შემტევი შემდეგ სეზონში სწორედ პსჟ-ში ვიხილოთ. პარიზული კლუბი 25 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში მოწინავე პოზიციაზეა.
წყაროს თანახმად, დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივება წარმოუდგენელია არაა, მაგრამ ძალიან რთული იქნება. პსჟ-ს გაცილებით უკეთესი კონტრაქტის შეთავაზება შეუძლია.
აქტიურად ვრცელდება ცნობები იმის შესახებაც, რომ დემბელე “ბარსელონაში” ბედნიერია და ხელშეკრულების გახანგრძლივებისთვის მზადაა.
Oh no way