იგი 22 წლისაა და უკვე საკმაო გამოცდილება აქვს, სწორედ ამიტომ ენდობა მას პეპი. გუშინდელმა თამაშმა დაგვანახა ყველაფერი, თუ რისი გაკეთება შეუძლია ”ბარსას”. არავისთვის არაა გასაკვირი, რომ ვთქვათ, რომ ”ბარსას” ამ სეზონში საოცარი გუნდი ჰყავს. პირველი სიტყვა რაც გვარდიმ სანჩესზე თქვა ეს იყო, რომ ის ძალიან კარგი და დიდი ნიჭისმქონე ბიჭია. იგი მოერგება ”ბარსას” და მეტიც დაეხმარება გამარჯვებაშიც. პეპი ტექნიკის გარდა, ადამიანში პირველად მის ხასიათს აფასებს. იგი დიდ ყურადღებას აქცევს, თუ ფეხბურთელი რამდენად მშვიდია.
”ბარსას” ახალწვეული, ალექსის სანჩესი, დაიბადა ერთერთ ჩვეულებრივ ოჯახში, სადაც ყველანი მუშაობდნენ. იგი დედაქალაქიდან 1600 კილომეტრში ცხოვრობდა, ქალაქ ტოკოპილაში. იგი დიდ გაჭირვებაში იზრდებოდა. მშობლებს დრო არ ჰქონდათ, რომ ბავშვებისთვის მიეხედად და სწორედ მისი უფროსი ძმები ეხმარებოდნენ სანჩესს ყველაფერში. მალევე მიხვდნენ ძმები, რომ მათ უმცროს ძმას ძალიან უყვარდა ბურთი და ერთ დღეს გადაწყვიტეს ფეხბრთზე შეეყვანათ. ალექსისი როდესაც წამოიზარდა უნდოდა, რომ რამენაირად დახმარებოდა თავის ოჯახს. ერთადერთი გზა ფეხბურთი იყო.
ალექსისი, როდესაც 11 წლის იყო, ოჯახი მამამ მიატოვა. დედამისს კი უწევდა, რამდენიმე სამსახურში ერთად მუშაობა, რათა მისი ოთხი შვილი ერჩინა. ბიჭი ყოველთვის დადიოდა დედაქალაქში თამაშებზე, რათა უფრო და უფრო მეტი გაეგო ფეხბურთზე. მას ყოველთვის ჰქონდა ფინანსური პრობლემები. ბავშობაში მისი კერპი – რონალდო იყო და ეს დღესაც ასეა. ამის შემდეგ მას გაუჩნდა მიზანი ცხოვრებაში. ალექსის უნდოდა, რომ ფეხბურთელი გამხდარიყო და ესახელებინა მისი სამშობლო და პირველ რიგში გაეხარებინა მისი ოჯახი. ასეთი სიღარიბიდან, როდესაც ოჯახს არ ჰქონდა ელემენტარულად პურის ფული, ამ ოჯახში გაზრდილი ბიჭი უკვე ესპანეთშია, კატალონიაში და ყველაზე მეტი ის ”ბარსას” ღირსებას იცავს.
იგი არაჩვეულებრივი ხასიათების ფეხბურთელია. მას ძალიან დიდი სამეგობრო წრე ჰყავს, როგორც ჩილეში, იტალიაში და უკვე ესპანეთში. სანჩესის თქმით ჩავი და მესი მას ბევრ რამეს ასწავლიან და იგი მადლობელია ორივესი. ”მე ძალიან მენატრება სახლი, ჩემი მშობლიური კედლები, მაგრამ ამჟამად ვერაფერს ვერ ვიზავ. ასევე მან განაცხადა, რომ : მე ძალიან მიყვარს დილით მუსიკის მოსმენა სიყვარულზე. პატარობისას ის მინი ფეხბურთს თამაშობდა. ”პატარაობაში, ფეხბურთის დროს ყველა ჩემზე დიდ ბიჭებს ჰქონდათ სურვილი ყველანაირად დავემცირებინე მოედანზე. ისინი რას არ აკეთებდნენ ამისათვის. მოედანზე ისინი სულ მაქცევდნენ, მაგრამ ფეხბურთის მიტოვება ერთი წუთითაც არ მიფიქრია. ვხვდებოდი, რომ ჩემგან კარგი ფეხბურთელი დადგებოდა.
მისი პირველი გუნდი გახლდათ -”არაკო” , ხოლო 14 წლის ის გადავიდა ”კარბელოაში”. მისი დებიუტი პირველ სეზონში შედგა 16 წლისას. ალექსისი იყო ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩემპიონატში, სადაც მალევე მან დიდი ყურადღება მიიპყრო. სამ თვეში ის ”უდინეზეში გაუშვეს. იქ კი არენდით ”კოლი-კოლოში” გაუშვეს. ”მე ჩილეში ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი ვარ. მე არც ისე ბევრ კლუბში მითამაშია, მაგრამ რაც მქონდა მიზნათ ავისრულე, ეს იყო გავმხდარიყავი ფეხბურთელი და მეთამაშა საუკეთესო კლუბში. მე ეს ორივე შევძელი. წინა სეზონში ”სერია ა-ში” 12 გოლის გატანა მოვახერხე”.
პ.ს. მისი პირველი გოლი ”ბარსაში” უკვე შედგა. მან ტიაგოს საოცარი გადაცემით მოახერხა პირველი გოლის გატანა, ”ბარსას” რიგებში. გილოცავ ალექსის და ბევრი მოგველოცოს. ასევე ყველას მოგილოცავთ გუშინდელ გამარჯვებას, სულ ტყუილად გეშინოდათ!



