workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი რეალის განადგურების შემდეგ

ჩავი ერნანდესი რეალის განადგურების შემდეგ

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი, მადრიდის “რეალის” საკუთარ მოედანზევე განადგურების (4-0) შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრობს:

ბრწყინვალე მატჩი ჩავატარეთ და, ვფიქრობ, მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. ძალიან კარგად ვითამაშეთ და ამ დღით ვისიამოვნეთ.

დიახ, ეს მატჩში შეიძლება 2-6-ს შევადაროთ, რადგან მადრიდელებს ბევრად ვაჯობეთ. სახეზე ღიმილი დაგვთამაშებს – “ბარსელონამ” ეს უნდა აღნიშნოს.

“ბარსას” მწვრთნელზე მეტად, კულე ვარ.

“ბარსელონა” დაბრუნდა? ამ დღით უნდა ვისიამოვნოთ. მათ წინააღმდეგ ცუდი სტატისტიკა დავასრულეთ და შესანიშნავად ვითამაშეთ.

ჩემპიონატის ლიდერი სტუმრად დავამარცხეთ. უფრო რთულ მატჩს ველოდით.

ვფიქრობ, ეს მოგება ჩვენს აწმყოსა და მომავალს შეცვლის.

მეტოქე ძალიან დავჩაგრეთ. ობამეიანგთან ერთად, მაღალმა პრესინგმა ძალიან კარგად იმუშავა. პედრიც ბევრს გვეხმარებოდა.

დღეს საკუთარ თავს უნდა ვუთხრათ, რომ ეს ის მოდელია, რომლით თამაშიც გვსურს.

ალბათ, კი, “ბარსა” დაბრუნდა, მაგრამ ამის გარჩევა თქვენთვის მიმინდია. გუნდმა სრულყოფილი პერფორმანსი აჩვენა და კონკურენტუნარიანი იყო. ძალიან კარგი, ტექნიკური ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც მოდელს ვერ იგებდნენ, მაგრამ ახლა საქმე სხვაგვარადაა. სირბილი, მუშაობა და გუნდის დახმარება – ეს ყველაფერი მწყობრშია.

დავამტკიცეთ, რომ წინააღმდეგობის გაწევა ყველასთვის შეგვიძლია.

აღიარება არ მჭირდება – ამას მოთამაშეები უფრო იმსახურებენ. დღევანდელ მოგებას ჩემს პერსონალურ წარმატებად არ მივიჩნევ – ეს გუნდური გამარჯვებაა, “ბარსელონასა” და ჩვენი ფანებისთვის… დიდება, “ბლაუგრანას” ოჯახს ეკუთვნის.

ბურთის დაკარგვა ძალიან მაბრაზებს… განსაკუთრებით მოედნის მეორე მესამედში. მეორე ტაიმში, იყო ეტაპები, როცა უკეთ თამაში შეგვეძლო.

დღეს ტიტული არ მოგვიგია. შრომა უნდა გავაგრძელოთ, რადგან წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო დაგვრჩა. მიმდინარე სეზონის მიზნებისთვის ჯერ არ მიგვიღწევია.

ფეხბურთელების გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ზოგ მათგანს კარიერაში რთული პერიოდი ჰქონდა და ყველა აკრიტიკებდა. მიხარია, რომ ასეთმა მოთამაშეებმა ფორმა აღიდგინეს.

ლა ლიგის მოგება მარტივი არ იქნება, მხოლოდ 10 მატჩი რჩება, მაგრამ მცდელობები უნდა გავაგრძელოთ.

“რეალის” დამარცხება ჩვენს პროექტს, კლუბის იდეასა და ფილოსოფიას ბიძგს აძლევს.

ეს მატჩი 2004 წელს გამართულ “ელ კლასიკოს” მახსენებს, მაგრამ ეს მხოლოდ 3 ქულაა და მუშაობა უნდა განვაგრძოთ.

ვგრძნობ, რომ ამ კლუბს ვეკუთვნი. ბავშვობიდან “ბარსელონაში” ვარ და ყოველთვის ასეთი დამოკიდებულება მქონდა.

ახალბედა ვარ და ეს გამარჯვება მაძლიერებს.

ვიცოდით, “ბლანკოსის” წინააღმდეგ როგორ გვეთამაშა და შეგვეტია – ბევრი შანსი შევქმენით. ბოლო 20 წუთი ისინი გვიტევდნენ, რაც ნორმალურია, როცა 4-0 იგებ.

“ბარსამ” მეტოქე პიერ-ემერიკ ობამეიანგის დუბლითა და რონალდ არაუხოსა და ფერან ტორესის თითო-თითო გოლით გაანადგურა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (33)

  • nika 54
    schedule 21 მარ 2022, 12:17

    ყველაზე ძალიან მაინტერესებს კუმანის აზრი, ნუთუ კიდევ ჯერა რომ ლაპორტამ არ დააცალა გუნდის შექმნა.

  • Barca1980
    schedule 21 მარ 2022, 10:17

    მეჩვენება თუ მართლა მასეა , დე იონგის მარჯვნივ გადმოწევით , ხავიმ მისი პროდუქტიულობა კიდევ უფრო გაზარდა ?! ეს ადამიანი მართლა მაესტროა , საოცარ მოტივაციას აძლევს ფეხბურთელებს , მოკვდებიან მოედანზე მისი გულისთვის !!!

  • sophie-gaucho
    schedule 21 მარ 2022, 09:42

    ბრავო ჩავი ❤️❤️❤️

  • ბარსა01
    schedule 21 მარ 2022, 09:19

    აქამდე უნდა მოსულ იყო ეს კაცი, ფარჩაკი მწრვთნელები მოვიდნენ ტყუილად შეარცხვინეს მესი ყავდათ თან ვერაფერი აკეთეს ჩავი კი მესის გარეშე გუნდი ჭაობიდან ამოიყვანა

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 21 მარ 2022, 06:19

    ბრავო მაესტრო! და დიდი მადლობა

  • Sardana
    schedule 21 მარ 2022, 03:46

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》

    ციტატა: Mega Gega
    ტიტულები დაითვალეთ ყოველი წლის ბოლოს
    გამპერის და მარადონას თასები+(მესის თასის შექმნა არ დაგავიწყდეთ)😂😂😂


    რაიყო ბოვში, აღარ იცი რაზე იღადავო? აი პროსტა არიან ფანები რომლებიც აღიარებენ რომ დაიმსახურეს წაგება და ვსო, მაგენი ჯიგრები არიან მაგრამ ვინც აღიარება არ იცის და მიზეზებს ეძებს თავის გასამართლებკად უბრალოდ საცოდაობაა, ფეხბურთია და ყველაფერი ხდება, ხოდა რაც მალე შეიგნებთ ამას მით უკეთსი ყველასთვის


    ჩვენ კი დაგვეძინება ტკბილათ ამაღამ და ტიტულების თვლა მერე იყოს)))

  • kanja
    schedule 21 მარ 2022, 03:20

    ყოჩაღ ბიჭებო და ჩავი!…

  • EL MAESTRO 6
    schedule 21 მარ 2022, 03:14

    Mega Gega,
    ანუ უბრალოდ ვერ მივხვდი შენი კომენტარის აზრს?შემოდიხარ და იმისდა მიუხედავად რომ ბარსამ წამოიმცო რეალი მაინც დაგვცინი, მერე რატო გიკვირს რომ ხალხს რეაქცია აქ? მიდი და ჰალაზე წერე ეგ კომენტარები, აქ მაგისი ადგილი არაა, ხოდა ბავშვი ხარ თუ არა არ ვიცი მაგრამ ეგეთ დროს მარტო ბავშვი თუ დაწერდა ეგეთ კომენტას, ზრდასრული კი აღიარებდა მარცხს და უარესად თავს არ შეირცხვენდა მისი კომენტარებით

  • Mariamm
    schedule 21 მარ 2022, 03:08

    Maaesstroooooo💪💪💪❣❣❣

  • EL MAESTRO 6
    schedule 21 მარ 2022, 03:06

    ციტატა: Mega Gega
    ტიტულები დაითვალეთ ყოველი წლის ბოლოს
    გამპერის და მარადონას თასები+(მესის თასის შექმნა არ დაგავიწყდეთ)😂😂😂


    რაიყო ბოვში, აღარ იცი რაზე იღადავო? აი პროსტა არიან ფანები რომლებიც აღიარებენ რომ დაიმსახურეს წაგება და ვსო, მაგენი ჯიგრები არიან მაგრამ ვინც აღიარება არ იცის და მიზეზებს ეძებს თავის გასამართლებკად უბრალოდ საცოდაობაა, ფეხბურთია და ყველაფერი ხდება, ხოდა რაც მალე შეიგნებთ ამას მით უკეთსი ყველასთვის

  • Albicelecte
    schedule 21 მარ 2022, 02:58

    კიდევ უფრო დააბალანსებს შემადგენლობას, გასაზრდელებიც გაიზრდებიან, მოსასვლელი მოვა, წასასვლელი წავა…
    რავარც პეპმა გამოთალა სტერლინგი ისე თლის ეს დემბელეს… 1/1-ში smiley
    ვინ თქვა, რომ სალამური არ გამოვაო? smiley

  • Golden boy
    schedule 21 მარ 2022, 02:56

    საღორ მაესტროს სამაგალითო, მრისხანე, და შეუდარებელი ხარ, ისეთი ღირსეული როგორიც ბარსას ეკადრება,

  • M10 S9 D11
    schedule 21 მარ 2022, 02:53

    ხავიიი იმენა გენია ხარ ❤️❤️