“აიაქსის” მარცხენა მცველმა, ნიკოლას ტალიაფიკომ “ბარსელონაში” ჩაშლილ ტრანსფერსა და მისი ზაფხულში განხორციელების შესაძლებლობაზე ისაუბრა:
“ბარსელონასგან” ინტერესი არსებობდა, კლუბებმა მოლაპარაკებები გამართეს და ვერ შეთანხმდნენ, თუმცა ვფიქრობ, ივნისში ეს უფრო მარტივი იქნება.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტალიაფიკო, რომელსაც ახალი აგენტი ჰყავს, ზაფხულში “აიაქსის” დატოვებას აპირებს. ფეხბურთელს ამსტერდამელებთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და, სავარაუდოდ, კლუბი ადვილად შეელევა.
“ბლაუგრანას” ზამთარში არგენტინელის იჯარით აყვანა სურდა, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება ვერ შედგა. 29 წლის უკანახაზელმა ტრანსფერის ჩაშლაში “აიაქსი” დაადანაშაულა.




რა ტალიაფიკო უკვე 30-წლის იქნება და არც ახლა არ წყვეტს ვარსკვლავებს, მე პირადად ერტადერთი გრიმალდოს მოყვანას მივესალმები და თუარა დესტი გადაწიოს მანდ იდეალურად დგას ხოლმე ნაკრებშიც…
გაია გაახანგრძლივებს და გრიმალდოა საუკეთესო ვარიანტი
ადვილად შეელევიან რას ნიშნავს? თავისუფალი აგენტი ხო არ იქნება ამაში ალბათ მინიმუმ 20 მილიონს მოითხოვენ. ჩვენ კი თავისუფალ აგენტებზე ვართ გადასულები.
მაზრაური გამოუშვან რა ტალიაფიკო
ივნისში შენზე არც დაფიქრდებიან