“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი, “რეალთან” მატჩის წინ, პრესკონფერენციას მართავს:
თუ ვინმე ფავორიტია, ეს “რეალია”, რადგან ისინი ლა ლიგას ლიდერობენ და კარგ ფორმაში არიან, თუმცა, მონდომებულნი ვართ და ჩვენი ხასიათის ჩვენება გვსურს. უკეთ თამაშს შევეცდებით.
არ ვიცით, რა გველის. ვერასდროს იწინასწარმეტყველებ, “რეალი” როგორ ითამაშებს, რაც “პარი სენ-ჟერმენთან” ვიხილეთ. მაგრამ, ჩვენ გვაქვს საკუთარი გეგმა, რომელიც ბურთის დაჭერას გულისხმობს.
რადგან მეტოქე სახლში თამაშობს, შესაძლოა, პრესინგი და მაღლა აწეული ტაქტიკა აირჩიოს. ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ.
ბენზემა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. 2-3 წელია, ქარიმი შესანიშნავად გამოიყურება. მადრიდელებს მისი სახით დიდი დანაკლისი აქვთ, მაგრამ ეს ჩვენს მიდგომას არ ცვლის.
ეს მატჩი ფინალი არაა – 3 ქულისთვის ვთამაშობთ.
ბუსკეტსი ნაკრებში გამოძახებული არაა, რადგან დასვენებას იმსახურებს. ის ექსტრაორდინალურ პერფორმანსს წარმოგვიდგენს. რასაც სერხიო “ბარსასა” და ესპანეთისთვის აკეთებს, გასაოცარია. ის ბრწყინვალე ფეხბურთელი გახლავთ, რომელიც ჩვენი სათამაშო მოდელისთვის უმნიშვნელოვანესს ნაწილს წარმოადგენს.
პიკე შესანიშნავადაა. ის მცირე დისკომფორტს გრძნობს, რაც ტკივილს იწვევს, მაგრამ ჟერარი ხვალ თამაშს შეძლებს.
“ბერნაბეუზე” მსოფლიოს საუკეთესო კლუბის – “ბარსელონას” წარდგენით ამაყი ვარ. ხვალინდელი შეხვედრა კიდევ ერთი ტესტია იმის დასამტკიცებლად, რომ კვლავ კონკურენტუნარიანი გუნდი ვართ და დიდი კლუბების დამარცხება შეგვიძლია.
საუდის არაბეთში გამართულ “ელ კლასიკოში” ძალიან კარგად ვიასპარეზეთ, მაგრამ ახლა უფრო სოლიდურად გამოვიყურებით. სივრცეში კარგად ვუტევთ და პოზიციური თამაში გავაუმჯობესეთ. პროგრესი განვიცადეთ, რაც მოედანზე უნდა დავამტკიცოთ.
ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 1 სავარჯიშო სესიაა დარჩენილი, ხვალინდელი მიზანი ნათელია.
საბედნიეროდ, “რეალის” წინააღმდეგ, მათ შორის, “ბერნაბეუზეც”, ძალიან კარგი მოგონებები მაქვს. ასეთი მომენტების კვლავ გამეორება რთული იქნება. მაშინდელი შედეგები წარმოუდგენელი იყო.
“ბაიერნთან” მატჩის შემდეგ ცვლილებები გამოჩნდა და ყველა მეტოქეს წინააღმდეგობა გავუწიეთ.
ლეო მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია – მისთვის კარი ყოველთვის ღია გვექნება. არგენტინელი დიდ პატივისცემას იმსახურებს. მეტის თქმა არ შემიძლია, რადგან ახლა ის პსჟ-შია.
ლა ლიგაში რთული მდგომარეობა გვაქვს – ხვალ მოგების შემთხვევაშიც ბევრი არაფერი იცვლება. ჩემი მოსვლის შემდეგ, “რეალმა” მხოლოდ 2 მატჩი წააგო.
თუ გავიმარჯვებთ, ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილს კიდევ უფრო გავიმყარებთ და “რეალთან” ჩამორჩენას 12 ქულამდე შევამცირებთ, თანაც, თადარიგში 1 მატჩი გვექნება, მაგრამ ტიტულისთვის ფიქრი რთულია: თუ მადრიდელებს დავამარცხებთ, მათ კიდევ 3 მატჩი უნდა წააგონ, ჩვენ კი – ყველა მოვიგოთ.
არაუხო მარჯვენა მცველად? ყველაფერი შესაძლებელია. ეს საკითხი ფეხბურთელების მომზადებაზეა დამოკიდებული. ვიცი, რომ ზოგიერთი მოთამაშის მიმართ არასამართლიანი ვარ, რადგან არ ვათამაშებ, მაგრამ დიდი არჩევანი მაქვს და გადაწყვეტილების მიღება მიწევს.
სპეციალური მაისური “ელ კლასიკოსთვის”? ეს მარკეტინგული საკითხია. კონტრაქტის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ, ამიტომ, ამ ფორმით ვითამაშებთ.
ხვალ თამამად და კომპლექსების გარეშე მოქმედება გვმართებს. ვიცით, რომ რთული მატჩი გველის.
მოგება გაგვაძლიერებს, მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს, საკუთარ სტილსა და გეგმას არ გადავუხვევთ.
ბურთს უნდა დავეუფლოთ, შევუტიოთ და, რაც მთავარია, მენტალიტეტი გამოვავლინოთ.
ნოემბრის შემდეგ ბევრ ასპექტში მოვუმატეთ და კარგ ფორმაში ვართ. ამ ყველაფრის დემონსტრირებისათვის “ბერნაბეუ” ძალიან კარგი ადგილია.
მოგებებით “ბარსელონას” გულშემატკივრებს სიამოვნება მივანიჭეთ. ვეცდებით, ეს ხვალაც გავაკეთოთ.
“ბერნაბეუზე” თამაში მარტივი არასდროსაა, მაგრამ, მზად ვართ.
მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას სილქ სპორტ 1 გვთავაზობს.
დადუმება მომენატრა ჰალას ლოსების და მთლიან ბალერინების
კი ბატონო არის აბა რა, მაგრამ ფეხბურთს ფეხბურთელები თამაშობენ აქ კი არის ჯერჯერობით სხვაობა.
დაე საუკეთესომ მოიგოს, საუკეთესო კი ჩვენ ვიქნებით🤫❤️
20 წლის, თითქმის გამოუცდელი ფეხბურთელებით ვთამაშობთ, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდთან
ხოდა კულეებო, რა გვაერთიანებს ხომ იცით
უბრალოდ უნდა გვჯეროდეს, უბრალოდ უნდა გვწამდეს, გუნდი მხოლოდ სტადიონზე მორბენალი 11 კაცი არაა, გუნდი ვართ ჩვენ, რომლებსაც მთელი არსებით გვჯერა რომ ამას შევძლებთ, ისეთ ელკლასიკოს დავიბრუნებთ წლების წინ რომ ვვამაყობდით და ისტორიად იწერებოდა
ვერ მოვიგებთ?
რა მნიშვნელობა აქვს, ჯერ ვსწავლობთ, თავიდან დავიბადეთ და გაზრდას ვცდილობთ, თუარ წავაგეთ წინაც ვერ წავალთ, თუმცა მაინც
იმედი ბოლოს კვდებაო და გვჯეროდეს, ხვალ ჩვენი იმედი არ მოკვდება, აზრი არ აქვს რამდენჯერაც არ უნდა წავაგოთ ბარსელონა მაინც იმაზე მეტი იქნება ვიდრე კლუბი, ჩვენ მაინც ვიარსებებთ იმ იმედით რომ წინ წავალთ, ყოველთვის ვიბრძოლებთ და ბრძოლა უშედეგო არასდროს იქნება❤
ამას შევძლებთ, ეს ჩვენი გუნდია და შევძლებთ❣
ბუსიმ თუ ითამაშა თავისი, მოვიგებთ )
არაუხო თუ მარჯვენა მცველად დადგა ვინისიუს არ გააქანებს და ეს დიდი პრობლემისგან გვათავისუფლებს მაგრამ მეორე მხრივ შეტევაში და ტაქტიკურ ასპექტებში ვკარგავთ ერთ კაცს
დროა მოვიგოთ
დადუმება მომენატრა ჰალას ლოსების და მთლიან ბალერინების
იმიტო რო ვალოს დროს უკეთესი კამანდა გვყავდა და შემსრულებელიც პისტოლერომ გადაურბინა მარტომ რეალს მაგ წელს ზუსტად 5გოლი შეუგდო რეალს 😂❤
გემრიელი 0:5 გამოგრჩა 😂
როგორ ძალიან უნდათ რეალის ფანებს, რომ დიდი ანგარიშით გაგვანადგუროონ🤦♂️😂 ეს 5 კლასიკო ხო მოგვიგეს თან რანაირ ფორმაში და რანაირად ვთამაშობდით კი იცით, მაგრამ ვერცერთში ვერ დაგვამარცხეს დიდი ანგარიშით მაგ ჩემისებმა 😆
ვაუ ეს მესიზე რა თქვა? იქნება მართლა ქნან ა? თან ჰოლანდი არ გამოდისო და მე ფატიც მაკმაყოფილებს სამომავლოდ.
ერთადერთი რაც თვალში მეჩხირება ხავის ამბავში არი ის რო მესისთან არ გამოუვიდა კარგად, თითქოს პრესინგს რახან არ თამაშობს და გუნდი ზედმეტად დამოკიდებული იყო მესიზე, ხავიც დაელოდა სანამ მესი წავიდოდა და მერე მოვიდა. არადა თუ გულწრფელად ილაპარაკებენ და გუნდს ყველაზე წინ დააყენებენ მესის შეუძლია ამ გუნდში ჩაჯდეს.
ზღაპარი იქნება მესი თუ ჩასვეს ამ გუნდში
ბერნაბეუზე რეალის დამხობა სხვამაირად სასიამოვნო საყურებელია… 0:3,2:6,0:4, 0:3 მიჩვეული ვიყავი ბოლო პერიოდში, ნუ მინიმალურ ანგარიშიანებსა და ორბურთაინებზე არაფერს ვამბობ
100% sauketesom gaimarjvos
აბა ჩავი შენ იცი, კუმანებს და სეტიენებს მოუგეს და გადაი#ვეს, საბოლოოდ უნდა მოვიგოთ, დროა უკვე
თავმდაბლობა აუცილებელია, არ მიყვარს ქედმაღალი მწვრთვნელები. ანჩელოტიმ ბარსას ბენზემას გარეშეც დავამარცხებთო ხოდა ხვალ დაე მოხდეს მოსახდენი და საუკეთესო ფეხბურთის მოთამაშე გუნდმა გაიმარჯვოს.