workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როგორ ვუყუროთ ელ კლასიკოს

როგორ ვუყუროთ ელ კლასიკოს

20 მარტს, 23 საათსა და 55 წუთზე “ელ კლასიკო” გაიმართება. “ბარსელონა” “რეალს” სტუმრად დაუპირისპირდება.

ამჟამად არსებული ინფორმაციით თამაშს სილქ უნივერსალი არ გვიჩვენებს. “ელ კლასიკოს” ყურება მხოლოდ სილქ სპორტ 1-ზე იქნება შესაძლებელი.

თუ სილქ სპორტის ფასიანი არხები უკვე ჩართული გაქვთ, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ. თუ გაქვთ სილქნეტის ტელევიზია და ფასიანი სპორტული არხები არ გაქვთ, შეგიძლიათ, დაიმატოთ თემატური პაკეტი “სპორტ ექსკლუზივი” თვეში 5 ლარად.

თუ არ გაქვთ სილქნეტის ტელევიზია, თამაშის ტელევიზორში საყურებლად დაგჭირდებათ 2017 წლის შემდეგ გამოშვებული Smart TV. ტელევიზორში უნდა დააინსტალიროთ პროგრამა Silk GO, გაიაროთ რეგისტრაცია და ავტორიზაცია და უფასოდ უყუროთ “ელ კლასიკოს”. გაითვალისწინეთ: აპლიკაცია უფასოა 31 მარტის ჩათვლით, შემდეგ მისი ფასი იქნება თვეში 3 ლარი.

თამაშის კომპიუტერში საყურებლად საჭიროა, დარეგისტრირდეთ და ავტორიზაცია გაიაროთ საიტზე Silktv.ge. ამ საიტზე არხ სილქ სპორტ 1-ის ყურება უფასოა 31 მარტის ჩათვლით, შემდეგ კი მისი ფასი თვეში 3 ლარი იქნება.

ტელეფონში საყურებლად საჭიროა, რომ დააინსტალიროთ აპლიკაცია Silk GO (Android ვერსიის გადმოწერა | iOS ვერსიის გადმოწერა). აპლიკაციაში საჭიროა რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლა, რის შემდეგაც უფასოდ უყურებთ “ელ კლასიკოს”. გაითვალისწინეთ: აპლიკაცია უფასოა 31 მარტის ჩათვლით, შემდეგ მისი ფასი იქნება თვეში 3 ლარი.

თამაშის რეგისტრაციის გარეშე ყურება შეგიძლიათ საიტზე Silksport.ge, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ხშირი ტექნიკური შეფერხებების გამო ამ საიტზე ყურების დროს, შესაძლოა, პრობლემები შეგექმნათ.

დეტალური ინფორმაცია “ბარსელონას” თამაშების ყურებასთან დაკავშირებით.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (24)

  • azulgerana
    schedule 21 მარ 2022, 01:30

    რა მაიმუნობაა სამი ლარი რა ჩემი გრძელია. ნორმალური პროგრამა მაინც იყოს

  • Guka97
    schedule 21 მარ 2022, 01:25

    deevid,
    ბარსამანიაზე შედი ფეისბუქზე,კომენტარებში ლინკია

  • deevid
    schedule 21 მარ 2022, 00:51

    სილქ ბოზებო თქვენ დედას ჩავახტი ყლით, თამაში რო დასრულდება მერე შემიშვებთ საიტზე? მოგიტყანთ ოჯახში მავალი.

  • mesi_10
    schedule 21 მარ 2022, 00:19

    ეს დედა ნაქაჩი მობილურის ნომრიტ ან ელ ფოსტიტ დარეგისტრირება მარტივი არისო და ეგ კი არა ვერც დავრეგიტრირდი და ვერც თამას ვუყურებ აბა ეს საქმეააა? შევიყვანე მობილური ნომერი მივუთითე პაროლი იდიაში რაც დარეგისტრირებას ყოფნის ყველაფერი გავაკეთე და უშედეგოდ რა ჭირს ამ საიტს რა შაშაკოლა უნდა თანხაზე პრობლემა სულ არ არის ამის დედა ვატირე ჩავრიცხავ მარა არ შვრება სიკეთეს მეუბნევა არასწორია არასწორია რა ჩემი ფეხებია მაშინ სწორი თუ საკუთარი ნომერი ვერ ჩავწერე სწორათ ან პაროლი მეტი არც არაფერია ჩასაწერი და თუ ვინმემ რამე იცის გამარკვიეთ რა ხდება…