ხავი მიგელის ინფორმაციით, ჟერარ პიკეს დაზიანება სერიოზული არაა და ის “რეალის” წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.
35 წლის ფეხბურთელმა “გალათასარაისთან” მატჩში მომზიდველ კუნთზე დისკომფორტი იგრძნო და ჩავი ერნანდესმა იგი შეცვალა. პიკეს “ელ კლასიკოსთვის” მოსამზადებლად დაახლოებით 48 საათი აქვს და 100%-ით მზადყოფნას ვერ მოახერხებს, თუმცა შეხვედრის გამოტოვების საფრთხე არ ემუქრება, რაზეც ვერ ვიტყვით სერჟინიო დესტზე.
AS-ის ჟურნალისტის ცნობით, კვირას გასამართ მატჩში ამერიკელის მონაწილეობა გამორიცხულია. წინასწარი შემოწმებით, დესტმა ბარძაყის ორთავა კუნთი გაიწყვიტა. მას ბარსელონაში დამატებითი გამოკვლევა ჩაუტარდება, რაც ტრავმის სიმძიმეს განსაზღვრავს. კლუბის მიზანია, 21 წლის უკანახაზელი სანაკრებო პაუზის შემდეგ გამოჯანმრთელდეს.
“ელ კლასიკოში” დესტის არყოფნა “ბარსასთვის” დიდი დარტყმა არ იქნება, რადგან მარჯვენა მცველის პოზიციაზე ისედაც დანი ალვესი ითამაშებდა, რაც შეეხება პიკეს, მისი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.
“რეალისა” და “ბარსელონას” თამაში კვირას, 20 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.




მედია პიკე სრულად ჯანმრთელი მაინც იქნება.
პიკე უეჭველი უნდა იყოს
არადა ფორმაში შედიოდა,ცოდოა😔❤️
დესტზე როგორ მწყდება გული ბოლო პერიოდი აშკარად ძალიან ქონდა მომატებული და შეტევაშიც საკმაოდ პროდუქტიულად ერთვებოდა ხოლმე იმედია მალე დაგვიბრუნდება და ის ფორმა ექნება შენარჩუნებული რაშიც ეხლა იყო
სხვა მატჩების გამოტოვება რომ მოუწიოს მგონია რო კლასიკოში მაინც დადგება, სულ რო გამაყუჩებლები დასჭირდეს
შესაძლოა არაუხო გადმოწიონ მარჯვენა მცველად და ცენტრში პიკე-გარსიას წყვილი იდგეს, ბოლო დროს გარსია კარგად გამოიყურება, აშკარად მოუმატა. ფაქტია ჩავის ხელში ყველა უკეთ თამაშობს
ტრავმის გამო შეიძლება კაცის დამატება განაცხადში, ოღონდ დესტი ამოვარდება
თუ ეგრეა მაშინ ალვეშს ჩავამატებთ და ეგ არის
არაუხო უნდა დააყენოს თორე ალვეშს სისწრაფეზე ვინისიუსთან ძაან გაუჭრდება.
არადა კლასიკოში დესტიც გამოგვადგებოდა .
ტრავმის გამო შეიძლება კაცის დამატება განაცხადში, ოღონდ დესტი ამოვარდება
ევროპა ლიგაზე მოგვიწევს მინგესას წვალების ყურება, როგორც წესი კუნთის გაწყვეტა მარტივი მოსარჩენი არ არის.