workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნუსაირ მაზრაუი: ბარსელონასთან კონტრაქტი არ გამიფორმებია

ნუსაირ მაზრაუი: ბარსელონასთან კონტრაქტი არ გამიფორმებია

“აიაქსის” მარჯვენა მცველმა და “ბარსელონას” სატრანსფერო სამიზნემ, ნუსაირ მაზრაუიმ კატალონიური კლუბის ინტერესზე კომენტარი გააკეთა:

ბარსასთან ხელი ჯერ არაფრისთვის მომიწერია. კონკრეტული არაფერია, ამასთან ახლოსაც არ ვარ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გულწრფელი ვიქნებოდი და სიმართლეს ვიტყოდი.

– განუცხადა მაროკოელმა ნიდერლანდურ მედიას.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელს შეთავაზება მაგიდაზე უდევს. “ბარსელონა” მას ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს (+ბონუსები) სთავაზობს. კატალონიური კლუბი ტრანსფერის განხორციელებაში დარწმუნებულია.

“აიაქსი” წუხელ “ბენფიკასთან” დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. შეხვედრას ჟორდი კრუიფიც ესწრებოდა, თუმცა მის ვიზიტს მაზრაუის ტრანსფერთან კავშირი არ ჰქონია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • Don_Andresito
    schedule 16 მარ 2022, 19:20

    მომკალით და ვერანაირ პოტენციალს ამაში ვერ ვხედავ, ხასიათის მოთამაშეა, დესტს არაფრით რომ არ ჯობს. პროსტა თუ მოვა 1 წლით და ვერაფერს შეგვამტებს გაიყიდება 10-12 მილიონად. როგორც დეპაი. დაჟე კესიც მაგიტო მოყავთ, 1 წელი ითამაშოს და 40 ად გაიყიდება 😀 ლაპორტას ახალი ბიზნესია. სპოტიფაი არა ფეხები, მანქანები რო ჩამოყავთ, ან ჩამოწერილ საქონელს რო ყიდულობენ აკეთებენ და ძვირად ყიდიან დაახლოებით ეგ როჟაა ლაპორტა 😀

  • shu1987
    schedule 16 მარ 2022, 17:53

    კაი კაცო 🙂 აბა ჩემი ხელფასი გასაჯაროვდა 😃

  • ROUCH
    schedule 16 მარ 2022, 16:40

    კრუიფის ნაწკრეტს ნეტა ვინ რას ეკითხება. ლაპორტას პიარის ნაწილია წინა საარჩევნოდ გამოიყენა და ეხლა იძულებით ხან სად შეტენა ხან სად. ბოლოს მრჩევლად დაისვა სხვაგან საქმე არ გამიფუჭოსო. რო ელაპარაკება გონი თავს როგო უქნევს აბა რა აბა რაო და რო გავა ოთახიდან რაში მაინტერესებს შენი ოჯახი არ მოვტ*ანო და ისევ თავისას უბერავს ლაპო

  • EL MAESTRO 6
    schedule 16 მარ 2022, 16:07

    ციტატა: Albicelecte
    კრუიფი რომ ამსტერადამ არენაზე იყო, ეს არაფერს არ ნიშნავს, აბა სად უნდა ყოფილიყო?
    აი ნუსაირს კი ცოტა ზიანი კი არ მიაყენა გამოვარდნამ? არადა თითქოს ფავორიტი იყო აიაქსი


    კარგად ითამშეს და იმსახურებდნენ გასვლას მაგრამ ბენფიკას გაუმართლა

  • Albicelecte
    schedule 16 მარ 2022, 15:56

    კრუიფი რომ ამსტერადამ არენაზე იყო, ეს არაფერს არ ნიშნავს, აბა სად უნდა ყოფილიყო?
    აი ნუსაირს კი ცოტა ზიანი კი არ მიაყენა გამოვარდნამ? არადა თითქოს ფავორიტი იყო აიაქსი

  • ბაღდავა
    schedule 16 მარ 2022, 15:20

    ნეტა არც გააფორმო

  • nika 54
    schedule 16 მარ 2022, 15:07

    რაღაც უხასიათოდ ლაპარაკობს და უარზე ხო არ არის?

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 16 მარ 2022, 14:12

    მოვა ეს მოვა