“ბარსელონას” მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ თუ მონტოია თავის შესაძლებლობებს ბოლომდე გამოავლენს, შეუძლია იასპარეზოს ევრო 2012-ზე ესპანეთის შემადგენლობაში.
მარტინ მონტოიას ახლა დაძაბული დრო აქვს. ლუის ენრიკეს მწვრთნელობის დროს გუნდმა მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა და გახდა გუნდის ლიდერი. ბოლო სეზონი “ბარსელონას” დუბლების ისტორიაში საუკეთსო იყო. ლომის წილი კი ამ წარმატებაში მონტოიას ეკუთვნის. ზაფხულში მარტინმა მოიგო ევროპის ჩემპიონატი 21 წლამდელთა ტურნირზე. ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში გამოძახება კი მას ჰორიზონტზე ახალ გზებს გაუხსნის.
“ბარსელონასთვის” დადებითი მხარე მარტინის გამოძახებისა ისაა, რომ ესპანელს ჯერ არ აქვს კონტრაქტი გახანგრძლივებული. მისი წარმატებული ასპარეზი და დელ ბოსკეს ყურადღება ამ პროცესს საკმაოდ დააჩქარებს და “ბლაუგრანას” ხელმძღანელობა კლუბს კიდევ ერთ “ლა მასიას” “პროდუქტს” შეუნარჩუნებს.
ვისენტე დელ ბოსკემ დაურეკა ეუსებიუს, რომ მარტინ მონტოიაზე უფრო მეტი შეეტყო. ამაზე თავად საქრისტიანმა ისაუბრა: ” მან დამირეკა და მარტინ მონტოიაზე მკითხა, მაგრამ გამოძახებაზე არაფერი უთქვამს. ეს ჩვენთვის დიდი სიურპრიზი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ “ბარსას” დუბლებშიც მსოფლიო დონის ფეხბურთელები ჰყავს. მარტინისთვის ეს სეზონი გადამწყვეტია მის კარიერაში. მან არ უნდა შეწყვიტოს მუშაობა, რადგან მის წინ უამრავი გამოწვევაა, დიდი ფეხბურთის სათამაშოდ კი ყველა გამოწვევის მიღებაა საჭირო.” – დაასრულა ეუსებიომ.

