workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ჰოლანდის ალტერნატივად სალაჰს განიხილავს | AS

ჩავი ჰოლანდის ალტერნატივად სალაჰს განიხილავს | AS

ჟოან ლაპორტა ჩავი ერნანდესს მაღალი დონის თავდამსხმელის დამატებას დაპირდა. პრიორიტეტი, ცხადია, ერლინგ ჰოლანდია, თუმცა ყველას მოსხსენება, რომ “ბორუსიას” ვარსკლავის დამატება რთული იქნება, რის გამოც “ბარსელონა” ალტერნატოულ ვარიანტებზეც მუშაობს. 

AS-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” გეგმა ბ მოჰამედ სალაჰია. ჩავი ერნანდესი ეგვიპტელს ჰოლანდის იდეალურ ალტერნატივად მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ “ლივერპულის” ლიდერი ცენტრალური თავდამსხმელი არაა, იგი ძალიან მრავალმხრივი ფეხბურთელია მას სეზონში გარანტირებულად მინიმუმ 30 გოლის გატანა შეუძლია. სალაჰი 29 წლისაა და კიდევ რამდენიმე სეზონის განმავლობაში მაღალ დონეზე თავისუფლად ითამაშებს.

ეგვიპტელს მერსისაიდელებთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და მხარეები გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდებიან, ამიტომ, შესაძლოა, კლუბმა იგი ზაფხულში ტრანსფერზე დააყენონ. მოს სატრანსფერო ფასი 60-70 მილიონი ევრო იქნება.

მადრიდული გამოცემის ცნობით, “ბარსელონამ” სალაჰის გარემოცვისგან დადებითი სიგნალები მიიღო. ეგვიპტელი “ბარსაში” თამაშის წინააღმდეგი არ იქნება.

იგივე წყარო დასძენს, რომ სალაჰის დამატება ჰოლანდის ტრანსფერს არ გამორიცხავს – მინი რაიოლა მოკლევადიანი კონტრაქტების მომხრეა და გამორიცხული არაა, მომავალში ნორვეგიელი “ბლაუგრანაში” მაინც გადავიდეს.

თუ ვერც სალაჰის შეძენა მოხერხდა, კლუბი რობერტ ლევანდოვსკის ან რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე იმუშავებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • M10 S9 D11
    schedule 14 მარ 2022, 21:08

    გაასხმევინეთ ამას აქედან რა სალაჰი

  • nika 54
    schedule 14 მარ 2022, 21:04

    სალაჰი სერიოზული ძალაა. ნეიმარს არ ჩამორჩება ამჟამად

  • Jorji
    schedule 14 მარ 2022, 18:20

    რა საგიჟეთია ჯერ ვიგებთ რომ არაუხოს და გავის ვერ უკმაყოფილებენ კონტრაქტის პირობებს და მერე გვეუბნებიან სალაჰი გვინდაო ეს ლაპორტა მაგარი გაიძვერაა განძრახ გვიქმნის ილუზიას რომ მაგრად მუშაობენ მაგრამ სამწუხაროდ ამ ფინანსებით სალაჰი უბრალოდ ზღაპარია

  • ბარსა01
    schedule 14 მარ 2022, 18:03

    ზღაპრები

  • EL MAESTRO 6
    schedule 14 მარ 2022, 17:59

    ციტატა: shu1987
    არადა დახატავდა ბარსას ჩავის ხელში ეს სერიოზულ შედეგს დადებდა(ნუ ისედაც გიჟია კლოპთან) დიდი ხანია უნდა ლალიგაში თამაში თუმცა რეალისკენ იხრება ესეც და რავიცი რა გამოვა…


    თუ საქმე საქმეზე მივიდა რეალს არ აირჩევს, იქ ვინისიუსი, მბაპე და ბენზემა თუ იქნება რაღა უნდა სალაჰს, აქეთ კი ძირითადის კაცი იქნება თუ მოვა

  • DesmondHume
    schedule 14 მარ 2022, 16:45

    ციტატა: shu1987
    არადა დახატავდა ბარსას ჩავის ხელში ეს სერიოზულ შედეგს დადებდა(ნუ ისედაც გიჟია კლოპთან) დიდი ხანია უნდა ლალიგაში თამაში თუმცა რეალისკენ იხრება ესეც და რავიცი რა გამოვა…


    რეალისკენ კი იხრება მაგრამ არამგონია საქმე საქმეზე თუ მიდგა ეგ ხელისშემშლელი ფაქტორი იყოს, ისკო ბარსას ფანი იყო თავიდანვე მაგრამ სადაც თამაშობს კი ვხედავთ

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 14 მარ 2022, 16:02

    სალაჰი,რომ მოვიდეს ფორვარდი არც იქნება საჭირო, ლივერპულში ჟოტა თამაშობს ამასთან ერთად, ეგე მკვლელი ცხრიანი არ არის, მთავარია სხვებმა კარამდე მიიტანონ ბურთი და ეს უეჭველი გაიტანს, რა აუცილებელია ჰოლანდისნაირი ხე, როცა ეს უფრო მრავალმხრივია და თან 3-4 წელი უმაღლეს დონეზე თამაში გარანტირებული აქვს

  • La Pulga10
    schedule 14 მარ 2022, 15:18

    სალაჰი კაია,მარა ანტონიზე,რატომ არ ფიქრობენ?ვირტზი დაიმტვრა ძალიან ცუდად და რავიცი,ეგეც ინვალიდი არ აღმოჩნდეს.ნორმალური ცენტრი გამოჩნდება წესით,მარა დემბლე,რო წავა მარჯვნივ გვინდა ვინმე.

  • Zura Gviniashvili
    schedule 14 მარ 2022, 14:54

    ეს ცენტრი არანაირად არ იქნება … ეს ყველაზე პროდუქტიული არის მარჯვენა კრაიზე. ასე რომ გამოვრიცხოთ ეს.. ჩვენ გვინდა სუფთა ფორვარდი და დალშე უნდა დავაკვირდეთ დემბელე და ფატი რას იზავენ .. დავაკვირდებით ფატის კრაის და დემბელეს სიტუაციას და ისე ვიმოქმედებთ სატრანსფერო ბაზარზე. მე დიდი იმედი ალემანის მაქვს რა რესურსიც ექნება იმისგან მაქსიმუმს გააკეთებს. ვნახოთ მთავარია ნაგვები გაყიდონ როგორმე.. პირველი რიგში გრიზმანის და კოუტინიოს გამოსყიდვააა საჭირო.. რობერტო ისედაც წავა და კარგად გაათავისუფლებს ხელფასს და გვრჩება ყველაზე მაღალი უმტიტი ეგაც ვინმეს შევტენოთ იჯარით

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    ფორვარდი გუნდში საჭიროა მაგრამ ჰოლანდი უფრო პიარის ამბავია, როგორც მიიჩნევა დღესდღეისობით ერთ ერთ უდიდეს ტალანტად და ბარსა ამით აჩვენევს რომ ისევ უმაღლეს დონეზეა მაგრამ ასეთ ფინანსურ მდგომარეობში მირჩევნია ვინც გვყავს ის შევინარჩუნოთ, უვარგისები გავყიდოთ , დაცვა ძირითადაც თავისუფალი აგენტებით ძლიერდება ახლა (კრისტენსენი, აზპი/მაზრაუი) და გრიმალდოს 10 მილიონი კიდა არაფერია, შეტევას რაც შეეხება დემბეკე მიდის, ტრაორე 30 მილიონი ღირს და კარგი იქნებოდა თუ დავიტოვებდით, ტორესმა გაისწოროს მიზანი და უმაგრესი იქნება, დეპაი ალბათ წავა, ბრაითა და ლიკიც წავლენ, ობა დარჩება ეგ ზუსტად ვიცი, ანსუს ინედიც მაქვს, მოკლედ შეტევაში საბოლოოდ გვრჩება ფატი, ტორესი, ობა, ტრაორე და აქედან უმეტესობა ფორვარდის სტილიაა, საბოლოოდ ერთი კარგი ვინგერი კარგი იქნებოდა მაგრამ რამდენადაა სალაჰი კარგი არჩევანი არ ვიცი


    პრინციპში თუნდაც პიარი რომ გმაოვიდეს დამიჯერე ისეთ შემოსავალს მოუტანს ელემენტარული მაისურების გაყიდვით რომ მაგ ტრანსფერის ფულს ამოიღებს

  • shu1987
    schedule 14 მარ 2022, 14:48

    არადა დახატავდა ბარსას ჩავის ხელში ეს სერიოზულ შედეგს დადებდა(ნუ ისედაც გიჟია კლოპთან) დიდი ხანია უნდა ლალიგაში თამაში თუმცა რეალისკენ იხრება ესეც და რავიცი რა გამოვა…

  • EL MAESTRO 6
    schedule 14 მარ 2022, 14:47

    ფორვარდი გუნდში საჭიროა მაგრამ ჰოლანდი უფრო პიარის ამბავია, როგორც მიიჩნევა დღესდღეისობით ერთ ერთ უდიდეს ტალანტად და ბარსა ამით აჩვენევს რომ ისევ უმაღლეს დონეზეა მაგრამ ასეთ ფინანსურ მდგომარეობში მირჩევნია ვინც გვყავს ის შევინარჩუნოთ, უვარგისები გავყიდოთ , დაცვა ძირითადაც თავისუფალი აგენტებით ძლიერდება ახლა (კრისტენსენი, აზპი/მაზრაუი) და გრიმალდოს 10 მილიონი კიდა არაფერია, შეტევას რაც შეეხება დემბეკე მიდის, ტრაორე 30 მილიონი ღირს და კარგი იქნებოდა თუ დავიტოვებდით, ტორესმა გაისწოროს მიზანი და უმაგრესი იქნება, დეპაი ალბათ წავა, ბრაითა და ლიკიც წავლენ, ობა დარჩება ეგ ზუსტად ვიცი, ანსუს ინედიც მაქვს, მოკლედ შეტევაში საბოლოოდ გვრჩება ფატი, ტორესი, ობა, ტრაორე და აქედან უმეტესობა ფორვარდის სტილიაა, საბოლოოდ ერთი კარგი ვინგერი კარგი იქნებოდა მაგრამ რამდენადაა სალაჰი კარგი არჩევანი არ ვიცი

  • Nodariko Dzadzamia
    schedule 14 მარ 2022, 14:45

    მე უფრო მინდა ლევანდოვსკი მესი მარა მესი თუ არა სალაჰიც წავა