“ბარსელონას” გოგოებმა “რეალის” ქალთა გუნდი ზედიზედ მეშვიდედ დაამარცხეს და ესპანეთის ჩემპიონობა გაინაღდეს.
დღეს ჩვენმა გოგოებმა მადრიდელთა წინააღმდეგ 5-0 იმარჯვეს – მეტოქის კარში გოლების ავტორები ალექსია პუტელიასი (2), პატრისია გიხარო და ჯენიფერ ერმოსო არიან, ერთი ბურთი კი თავის კარში ბაბეტ პეტერმა ჩაჭრა.
გოგონებმა პრიმერა დივიზიონის ეგიდით გამართული 24 მატჩიდან ყველა მოიგეს, 72 ქულა დააგროვეს (რაც მეორეადგილოსანი “რეალ სოსიედადის” შედეგს 22-ით აღემატება), 136 გოლი გაიტანეს, საკუთარ კარში კი მხოლოდ 6 გაუშვეს, რაც დაუჯერებელი მაჩვენებელია.
შედეგად, ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, “ბარსა” ჩემპიონია (თანაც, წაუგებლად), რასაც გოგონები ამ წუთებში აღნიშნავენ.
კაპიტანი ალექსია თასით ხელში და ჩემპიონობის აღნიშვნა


ერთი ბურთი კი თავის კარში ბაბეტ პეტერმა ჩაჭრა.
ეს რეალის ქალთა გუნდის ვარანია?
მაინც სასიამოვნოა რეალის გაძუკვნის მერე, რომ გაიფორმეს ჩემპიონობა. ყოჩაღ გოგოებო.
გიჟები არიან, მგონი აზრი აღარ აქვს ამათ თამაშს,ყველას და ყველაფერს უგებენ
20-ში ბიჭებმაც უნდა მოიგონ და გაასწორებს ❤️