ხვალ “ბარსელონა” “კამპ ნოუზე” “ვილიარეალს” უმასპინძლებს. “ლურჯ–ბროწეულისფრებს” დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვთ. ტრავმების გამო გუნდ ვერ დაეხმარებიან კარლეს პუიოლი (რომელმაც, სხვათაშორის, დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა) და ჟერარდ პიკე. ორივე მათგანი ლაზარეთში სექტემბრის შუა რიცხვებამდე დარჩებიან.
გუშინ ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების შედეგად დადასტურდა ადრიანო კორეას ტრავმაც, რომელიც მან ევროპის სუპერთასის გათამაშებისას მიიღოს. ბრაზილიელ მცველს მარცხენა ფეხის კუნთი აწუხებს.
უკვე დიდი ხანია ტრავმირებულია მეორე ბრაზილიელი ფეხბურთელიც. საუბარია მაქსველზე, რომელიც პრესეზონში მიღებული დაზიანების შემდგ ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა.
ყველაზე საგანგაშო კი დანი ალვესის არ ყოფნა იქნება. მას თამაშის გამოტოვება დისკვალიფიკაციის გამო მოუწევს. მან “მალაგასთან” მატჩში (გასულ სეზონში) მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც დღეს მისი თამაში სათუოა.
გვარდიოლას განკარგულებაში ანდრეუ ფონტასი, მარტინ მონტოია, ჟონათან დოს სანტოსი, ხავიერ მასკერანო და ერიკ აბიდალი არიან.



