workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერლინგ ჰოლანდი სიტისთან არ შეთანხმებულა

ერლინგ ჰოლანდი სიტისთან არ შეთანხმებულა

ინგლისურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერლინგ ჰოლანდმა “მანჩესტერ სიტისთან” პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, თუმცა ეს ცნობა ფეხბურთელის ოჯახთან დაკავშირებულმა წყარომ უარყო.

ESPN-ის ნორვეგიელი ჟურნალისტი, იან ოგე ფიოტფორტი იტყობინება, რომ დორტმუნდის “ბორუსიას” ვარსკვლავი “ქალაქელებთან” არ შეთანხმებულა. ყოფილი ფეხბურთელი წერს, რომ ჰოლანდთან დაკავშირებით ახალი არაფერია – ერლინგს საკუთარი მომავალი ჯერ არ გადაუწყვეტია.

აშრაფ ბენ აიადის ინფორმაციით, ჟოან ლაპორტა ნორვეგიელის ხელში ჩასაგდებად წარმოუდგენელს გააკეთებს. ეკონომიკური მდგომარეობის გამო, “ბარსელონა” ფავორიტად არ მიიჩნევა, თუმცა როგორც ადრე დაიწერა, ჰოლანდს ესპანეთში თამაში სურს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • me da barca
    schedule 13 მარ 2022, 02:52

    აჰა დაიწყო, შეთანხმდა, არ შეთანხმდა. ჯერ სად ვართ, წინ მთელი ზაფხულია.

  • Dani alves
    schedule 12 მარ 2022, 18:53

    ეს დაგვაწყვიტავს ნერვებს

  • MARI=BARCA-fan
    schedule 12 მარ 2022, 16:53

    RiquiPuig,
    worried worried wink ასეა, იქ აგენტის გარდა მამას, დედას, და-ძმას და ბებია-ბაბუებს უნდათ მილიონები, თუ კიდევ ცოცხლები არიან..
    ჰო, და მეზობლებიც არ დაივიწყონ ამ ღორებმა..

  • Don_Andresito
    schedule 12 მარ 2022, 16:20

    თუ რაიოლას ტონა ფული მიუგდებს შეიხებმა კი გადაიყვანს აქ, მაგას სულ კიდია თავისი ფეხბურთელის პოტენციალის განვითარება და პროგრესი, მთავარია მეტი ფული. ჩავი სიმონსი ფულის გამო მოგვპარა თორე ბარსაში უკეთ არ ვითარდებოდა? პოგბას არ გაუჩალიჩა? დე ლიხტს არ გაუჩალიჩა? ვინც მეტს უხდის იქ მიყავს კაცი ასე რომ სიტი თუ მიუგდებს ერთ ჩანთა ფულს იქ მიიყვანს.

    აქ მეორე თემაა კიდე, ჰოლანდი არ ჩანს ის ტიპი რომელსაც რაიოლა ადვილად მართავს. ამის ნათელი მაგალითIა ის რო დორტმუნდში წავიდა ზალცბურგიდან და არა ეგრევე პსჟ ში ან მანჩესტერში. ისინი უფრო მეტს გადაიხდიდნენ იასნია მარა პირდაპირ გრანდში სკუპზე თითონ ჰალანდი იტყოდა უარს. მაგ ბიჭს ადარდებს თავისი მომავალი და ამიტო მგონია რო სიტიში არ წავა, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.
    1. გვარდიოლას და რაიოლას ურთიერთობა. იბრას ქეისი და ა.შ. ნაგინები აქვთ ერთმანეთისთვის მარა რომც მივიდეს ჰოლანდი სიტიში და რამე ისე არ წავიდეს, რაიოლა თავისი განცხადებებით და პეპის კრიტიკით ჩორტს ჩაუგდებს გუნდს და ფეხბურთელს. ეს ყველაზე ლაითი მიზეზია.
    2. ჰოლანდი არის ტიპიური 9, მოძრავვი და სწრაფი მარა არა სხაარტი. სიტიში თამაშI არის ძალიან ძალიან რთული, თავიდან ბოლომდე პეპის სისტემის ნაწილი უნდა გახდე, ერთი ზემდეტი ინიციატივა ად სულ რო გოლი გაიტანო პეპს გადაიმტერებ. ძალიან რთულია მაგ სისტემას მოერგო თუ სტილი არ გაქვს სპეციფიური. მკაცრია,მომთხოვნი, მანიაკურად გაგიჟებული სტილზე და არავის გამო არ შეცვლის ამას. რო ნახოს რო ღუპავს ფეხბურთელს ამ სტილით, მაინც არ შეცვლის. 5 ჩაგდებული თამაში და ისეთი კონკურენციაა მანდ ეგრევე დაემშვიდობება ძირითადში ადგილს. მერე იყეფოს რაიოლამ. რახან მამა ჰოლანდი თამაშობდა იქ, ჭ კლასის სიტიში, ამიტო ახლა შვილიც იქ წავიდეს? რა სისულელეა.
    3. სულ რო მოერგოს პეპის სტილს, ჩემი აზრით მალე წავა გვარდიოლა სიტიდან. ალბათ 1-2 წელი კიდევ და დაიღლება. სადაც თავის სახლში ბარსაში დაიღალა 4 სეზონში აქაც ეგრე იქნება. და მერე რა ელის სიტის კაცმა არ იცის. შეიძლება დაუბრუნედს იმ ადგილს სადაც იყო ხოლმე ადრე. ჰოლანდის მომავალი კიდე კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება.

    მოკლედ თუ აზროვნებს სიტიში არ უნდა წავიდეს. არ იქნება იქ ლიდერი და არც მის გარშემო აშენდება რამე. ამ მხრივ იუნაითედი უფრო ააწყობს თამაშს მასზე, ბარსაც. რეალში კიდე თU მბაპეც მივიდა, ბენზემა მბაპე ვინისიუსთან შანსი არ ექნება ძირIთადში თამაშის

  • EL MAESTRO 6
    schedule 12 მარ 2022, 12:34

    ალექსანდრე გეგეჭკორი,
    ტრანსფერი თვითონ 75 მილიონი ჯდება, პლიუს რაიოლა და მამამისი 105 მილიონი , მაგრამ ამ 105 მილიონს ხელფასიც ემატება და როგორც დაიწერა თავიდან გრძელვადიონ კონტრაქტს არ გააფორმებენო, ასე რომ არც ისე 150 მილიონი დაჩდება ალბათ

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 12 მარ 2022, 12:29

    ციტატა: RiquiPuig
    ძაან ბევრი იწერება ჰალანდზე და რა ვიცი, პირადად მე არ მინდა მორიგი კოუტინიო გუნდში. 170 მილიონი ჯდება ჯამში და საერთოდ არ გვაქვს გარანტია რომ გაამართლებს ან საერთოდ თამაშს შეძლებს. მთელი სეზონი ტრავმა აქვს და იმას თუ გავითვალისწინებთ რომ ჩვენ ბედი საერთოდ არ გვაქვს, თავისუფლად შეიძლება ის მოხდეს ,რისიც ყველას ეშინია.
    ტორესი რატო იყიდეს ცალკე საკითხია, თავიდანვე დავწერე არ გაამართლებს თქო და მიპასუხეს ეგრევე, პერსპექტიულია და დრო ჭირდებაო. კოჭებში ეტყობა ყველას თავიდანვე რაც იქნება. კოუტინიო პირველ სეზონში, პირველივე თამაშიდან საზიზღრად თამაშობდა და ასე გააგრძელა 3 წელი, იგივეს ვიტყოდი ბრმა დემბელეზე. ვინგერებია გუნდში მოსაყვანი, ადამა უნდა გამოისყიდონ ან ტრინკაუში გაცვალონ, ობამეიანგი არაა ძირითადის კაცი, არ აქვს მაგ კაცს ფორვარდის თვისებები, ვერც ფლანგზე თამაშობს, სისწრაფეც აღარ აქვს ძველებურად და დრიბლინგიც უჭირს აშკარად, სივრცეები ჭირდება და ბარსელონას თამაში არასდროს ყოფილა სივრცეზე გათვლილი, ვერც ვალვერდემ და ვერც კუმანმა ვერ შეცვალა გუნდში ეს, ასე თამაშობს ბარსელონა რაც თავი მახსოვს და ფეხბურთს ვუყურებ. ახლანდელი შემტევებიდან არცერთი არაა ბარსელონას დონის და ვერც ვერასდროს იქნება, ფერანი ტორესი არა ოლივერ ტორესი კიდე, დემბელე რაც მალე წაასხავს გუნდიდან უკეთესია, მგონი დათარსა მაგ კაცმა ეს გუნდი. ეჰ, ფატი, ფატი, რა კაცი დავკარგეთ, ყველანაირი თვისება აქვს ამ ბიჭს, იდეალურად იხსნება, გოლის ალღო ისეთი აქვს დაეხიოს ჰალანდი და მბაპე. ის ტრავმა რომ არ მიეღო, ვინ იცის, ახლა მბაპე და ჰალანდი ფატის მერე მოეხსენიებინათ. ახლა აზრი აღარ აქვს, დაკარგა თავისი განვითარების წლები, თან სავარაუდოდ კიდევ მიიღებს ტრავმას და მაგის იმედად ვერ იქნება გუნდი. ადეიმი იდეალური ვარიანტია მგონი და თუ მაინც იყიდეს ჰალანდი და ფატივით არ დაიტანჯა ტრავმებით, იდეალური ტანდემი იქნება, მარჯვნიდან ადამა და ტორესიც გვყავს ასე თუ ისე, მარჯვენა მცველსაც ყიდულობენ და დალაგდება მგონი გუნდი.


    170 მილიონი არ ჯდება, ორი მაგდენი ჯდება იდეაში😁😁

  • nika 54
    schedule 12 მარ 2022, 12:16

    კი ესპანეთში თამაში სურს, მაგრამ ბარსაში კი არა რეალში. არც დაუმალავს რომ მბაპეს გვერდით თამაში უნდა და არც ეშინია.

  • RiquiPuig
    schedule 12 მარ 2022, 11:26

    ძაან ბევრი იწერება ჰალანდზე და რა ვიცი, პირადად მე არ მინდა მორიგი კოუტინიო გუნდში. 170 მილიონი ჯდება ჯამში და საერთოდ არ გვაქვს გარანტია რომ გაამართლებს ან საერთოდ თამაშს შეძლებს. მთელი სეზონი ტრავმა აქვს და იმას თუ გავითვალისწინებთ რომ ჩვენ ბედი საერთოდ არ გვაქვს, თავისუფლად შეიძლება ის მოხდეს ,რისიც ყველას ეშინია.
    ტორესი რატო იყიდეს ცალკე საკითხია, თავიდანვე დავწერე არ გაამართლებს თქო და მიპასუხეს ეგრევე, პერსპექტიულია და დრო ჭირდებაო. კოჭებში ეტყობა ყველას თავიდანვე რაც იქნება. კოუტინიო პირველ სეზონში, პირველივე თამაშიდან საზიზღრად თამაშობდა და ასე გააგრძელა 3 წელი, იგივეს ვიტყოდი ბრმა დემბელეზე. ვინგერებია გუნდში მოსაყვანი, ადამა უნდა გამოისყიდონ ან ტრინკაუში გაცვალონ, ობამეიანგი არაა ძირითადის კაცი, არ აქვს მაგ კაცს ფორვარდის თვისებები, ვერც ფლანგზე თამაშობს, სისწრაფეც აღარ აქვს ძველებურად და დრიბლინგიც უჭირს აშკარად, სივრცეები ჭირდება და ბარსელონას თამაში არასდროს ყოფილა სივრცეზე გათვლილი, ვერც ვალვერდემ და ვერც კუმანმა ვერ შეცვალა გუნდში ეს, ასე თამაშობს ბარსელონა რაც თავი მახსოვს და ფეხბურთს ვუყურებ. ახლანდელი შემტევებიდან არცერთი არაა ბარსელონას დონის და ვერც ვერასდროს იქნება, ფერანი ტორესი არა ოლივერ ტორესი კიდე, დემბელე რაც მალე წაასხავს გუნდიდან უკეთესია, მგონი დათარსა მაგ კაცმა ეს გუნდი. ეჰ, ფატი, ფატი, რა კაცი დავკარგეთ, ყველანაირი თვისება აქვს ამ ბიჭს, იდეალურად იხსნება, გოლის ალღო ისეთი აქვს დაეხიოს ჰალანდი და მბაპე. ის ტრავმა რომ არ მიეღო, ვინ იცის, ახლა მბაპე და ჰალანდი ფატის მერე მოეხსენიებინათ. ახლა აზრი აღარ აქვს, დაკარგა თავისი განვითარების წლები, თან სავარაუდოდ კიდევ მიიღებს ტრავმას და მაგის იმედად ვერ იქნება გუნდი. ადეიმი იდეალური ვარიანტია მგონი და თუ მაინც იყიდეს ჰალანდი და ფატივით არ დაიტანჯა ტრავმებით, იდეალური ტანდემი იქნება, მარჯვნიდან ადამა და ტორესიც გვყავს ასე თუ ისე, მარჯვენა მცველსაც ყიდულობენ და დალაგდება მგონი გუნდი.

  • Dimitri359
    schedule 12 მარ 2022, 11:24

    ყველა ჭორს ნუ წერთ რა! რეალს შეუთანხმდაო და მერე აღარ შეუთანხმდაო, ეხლა სიტის, ხვალ სხვაზე დაწერთ… ტვინი მოიხნა უკვე 😡

  • Golden boy
    schedule 12 მარ 2022, 10:43

    უკვე ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, ხან იწერება რომ შეუთანხმდა, და მერე იტყვით რომ არა არა არ შეთანხმებია, რატომ? იმიტომ რომ გულშემატკივარში პოზიტივი და განწყობა არ მოკლათ?

  • Davita
    schedule 12 მარ 2022, 10:35

    ყოველდღე ამ გაუმაძღარი ღორით უნდა დღნათ ტვინი? თუარუნდა წავიდეს მოშორდეს