workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დავიდ ვილია: ჩავი მწვრთნელი ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს იყო

დავიდ ვილია: ჩავი მწვრთნელი ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს იყო

“ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი, დავიდ ვილია “ბარსასა” და “გალათასარაის” შორის გუშინ გამართულ შეხვედრას დაესწრო.

ლეგენდარული ფეხბურთელი აღნიშნულთან დაკავშირებით Barça TV-სთან საუბრობს:

“კამპ ნოუზე” დაბრუნებით ბედნიერი ვარ – ამჯერად, გულშემატკივრის რანგში. ამ ადგილთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს.

დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩავი დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გაართმევდა. ჩავი მწვრთნელი ჯერ კიდევ საფეხბურთო კარიერის დასრულებამდე იყო. ერნანდესი თითოეულ დეტალს აკვირდებოდა, რაც მოედანზე შესამჩნევი გახლდათ.

ვილია “ბარსაში” 2010-13 წლებში ასპარეზობდა, რა დროის განმავლობაშიც 119 მატჩში მან თავი 48 გოლითა და 24 ასისტით გამოიჩინა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • me da barca
    schedule 13 მარ 2022, 02:22

    ჩავიმ ვერ დააფასა თურქები, ეგონა ადვილად მოვიგებდით.

  • nika 54
    schedule 12 მარ 2022, 13:05

    ეს ძალიან კარგი იყო, ის ტრამვა რო არა საკლუბო მუნდიალზე.

  • CPU
    schedule 11 მარ 2022, 19:24

    ჩავიმ ამ შემადგენლობით ძალიან კარგად მიუყვება. მასეთი ფრე რაც გუშინ იყო ნებისმიერ დროს ნებისმიერ გუნდს შეიძლება რომ შეხვდეს. დაჟე ერთ კონტრშეტევაზე რო წაუგია გუნდს ისიც მინახავს. ასე რომ ყველაფერი ნომრმალურადაა. რაც მთავარია ბარსა თავის თამაშს თამაშობს
    არაა მხოლოდ უაზრო ბურთის გორვა და უკან პასი

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 11 მარ 2022, 18:40

    მე-9 ადგილიდან მე-3-ზე გადმოვიდა გუნდი. ჟილკით თამაშობენ და გოლის გაშვების არ ეშინიათ, კომბინაციები აქვთ ულამაზესი. ასე,რომ თუ ვინმეს ისევ ჰგონია,რომ ჩავი ცუდი მწვრთნელია ჯობია დაიძინოს და ნუღარც გაიღვიძებს

  • serafime
    schedule 11 მარ 2022, 16:28

    Შრომა უნდა განვაგრძოთ, ერთი თამაში ვერვითამაშეთ კარგად, ამის გამო არღირს ყურებსი ჩამოყრა, არვიცი ზოგს ჩავის კარგ მწვრთნელობაში რატომ ეპარება ეჭვი, აშკარად მოუმატა გუნდმა. კლუბმა მისცა დრო ჩვენც უნდა მივცდეთ და მოვითმინოთ, საბოლოოდ ვიამაყებთ ამ გუნდით❤️

  • EL MAESTRO 6
    schedule 11 მარ 2022, 16:21

    ბარსაზე რომ დოკუმენტური იყო 2018 ში თუ არ ვცდები, მანდ იყო ნათქვანი რომ ჩავი აუცილებლად მოვიდოდა ბარააში და ახსნილიც იყო თუ რატო იქნებოდა საუკეთესო ვარიანტი, რთულია ისეთი ვინმეს პოვნა ვისაც ასე ესმის ბარსას ფილოსოფია, აქ ზოგი და მათ შორის მეც ვამბობდით რომ ამ წელში ოთხეულამდე უნდა მივბობღდეთ და არ იქნება დიდად შედეგიო, მაგრამ მოსალოდნელზე მალე გუნდმა ძალიან კარგი ფეხბურთი ითამაშა და შედეგებიც დადო, გუნდი მეცხრედან მესამეზე გადმოიყვანა, ხოდა ვინც ცვლილებებს ვერ ხედავს ან ბრმაა და ან არ უნდა დანახვა

  • La Pulga10
    schedule 11 მარ 2022, 16:13

    ჰო რავი ზოგს,რომ ჰკითხო აზრზზე არაა მწვრთნელობის.