ჩავი ერნანდესი “გალათასარაისთან” მატჩის პირველ ტაიმში გაბრაზებული იყო და შესვენებისას ფეხბურთელებს საყვედურები არ დააკლო, თუმცა თამაშის ბოლოს იგი განსხვავებულ განწყობაზე გახლდათ.
Diario AS-ის ინფორმაციით, გაცილებით უკეთესად ჩატარებული მეორე ტაიმის შემდეგ, “ბარსას” თავკაცმა მოთამაშეებს ძალისხმევა დაუფასა და გამამხნევებელი სიტყვებით მიმართა:
ჩვენ ყველა ასპექტში მოვუმატეთ და მოგება დავიმსახურეთ. წაგებული არაფერია. თურქეთში გავიმარჯვებთ!
“ბარსა” მეორე ტაიმში მართლაც უკეთესი იყო, რასაც ხაზი ჩავიმაც გაუსვა, თუმცა გოლის გატანა მაინც ვერ მოახერხა. გუნდს შეცდომების გამოსწორება თურქეთში მოუწევს.




ჯანდაბას სტამბულში მოიგოს 1-0, არ არის პრობლემა.
ნაპოლი მეორდება? დავიჯერო? ეს ჩავის უცნაური სტრატეგია?
ჩავიმ ნახევარი ძალით ათამაშა, ეს ნორმალურია, შესაბამისად განაჩენი გამოტანილია! გალათა ნაპოლის ბედთან ასოცირდება!
ჩავი არამარტო კარგი ტაქტიკოსი, მშვენიერი მოტივატორიცაა😁
სტამბულში 3 გოლს მაინც გაიტანენ ბიჭები
ეს ფრე იმ მოგებების მერე მიწაზე დაშვებაა, ეაც კარგია რადგან ისევ მონდომებით გააგრძელებენ განვითარებას და თავში არ აუვარდებათ
ბიჭებო მომავალი წელი იქნება გარდამავალი და 2024 წელს მაგარი სასტავი გვეყოლება აგერ ნახეთ, ზაფხულში დაცვა გაძლიერდება ჰოლანდი მოვა და 1 წელი ახალგაზრდების დახვეწას და გუნდის შეთამაშებას დასჭირდება.