მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სესკი:” მესის თამაშის მანერა კარგად ვიცი”

სესკი:” მესის თამაშის მანერა კარგად ვიცი”

კატალონიის “ბარსელონას” ახალწვეულმა სესკ ფაბრეგასმა ისაუბრა მის ბავშვობის მეგობარზე და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე ლეო მესიზე.

 

24 წლის ნახევარმცველი “უეფას” სუპერ თასის მატჩში “პორტოს” წინააღმდეგ, მოედანზე 80 წუთზე განხორციელებული ცვლილების დროს შემოვიდა. დარჩენილ დროში მან გოლის გატანაც მოახერხა ლიონელ მესის შესანიშნავი პასის დახმარებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ფაბრეგასი თითოეულ ჩატარებულ მატჩში “ბარსელონას” მაისურით, ტიტულს იგებს.

 

“ეს უბრალოდ დაუჯერებელია. ჩვენ უკვე ორი ტიტული მოვიპოვეთ (გამპერის თასი არაოფიციალურ ტიტულად ითვლება). ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავიტანე გოლი და ამით ჩემ გუნდს მოგებაში დავეხმარე. რაც შეეხება ჩემს მიერ გატანილ გოლს, მე მესის გვერდით ბავშვობაში ვთამაშობდი, მიუხედავად დიდი დროის გასვლისა ის ისევ ისე თამაშობს, ამიტომ მისი სათამაშო მანერა კარგად ვიცი. მე გავეხსენი, მან კი პასი მომცა. სულ ეს არის.” – დაასრულა სესკმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში