workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ, შესაძლოა, 650 მილიონი ევრო გამოიმუშაოს

ბარსელონამ, შესაძლოა, 650 მილიონი ევრო გამოიმუშაოს

ლუის როხოს ინფორმაციით, “ბარსელონამ”, ორი ოპერაციის მეშვეობით, რომლებთან დაკავშირებითაც მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს, შესაძლოა, 650 მილიონ ევრო გამოიმუშაოს.

Marca-ს ჟურნალისტის ცნობით, კატალონიური გრანდის დირექტორთა საბჭოს წევრებმა პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა CVC-სთან (რომელიც “ბარსასა” და “რეალის” სატელევიზიო უფლებებით ინტერესდება) შეთანხმების მიღწევაში დაარწმუნეს. ამან, შესაძლოა, “ლურჯ-ბროწეულისფერებს” 300 მილიონი მოუტანოს – აღნიშნულ თანხას კლუბი მიიღებს როგორც ინვესტიციას და არა ვალს.

დანარჩენი 350 მილიონის შოვნა “ბლაუგრანას” მესვეურებს Barça Studios-ის 49%-ის გაყიდვით შეუძლიათ. შეთანხმება ჯერ მიღწეული არაა, რადგან გუნდში ფიქრობენ, 49% გაყიდონ თუ 30%. გარდა ამისა, ბორდს სურს, კონტრაქტში მისი გამოსყიდვის პუნქტი შეიტანოს.

წყაროს ცნობით, ეს ორი ოპერაცია “ბარსელონას” სახელფასო ლიმიტის 75 მილიონით გაზრდის საშუალებას მისცემს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ კლუბი ახალ სპონსორთან, Spotify-სთან შეთანხმებას უახლოვდება. კონტრაქტში, დიდი ალბათობით, “კამპ ნოუს” სახელის უფლებაც იქნება შეტანილი, რაც ნიშნავს, რომ სტადიონს “Spotify კამპ ნოუ” დაერქმევა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 09 მარ 2022, 15:25
    #6

    ხოდა დააჩქაროს სანამ ჰოლანდი კი არა არაუხოც არ დაკარგა.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 09 მარ 2022, 13:23
    #5

    ციტატა: M10 S9 D11
    სერიოზული თანხაა წესით ჰოლანდის მოყვანა აღარ უნდა გაგვიჭირდეს


    ბიჭოო რატომ არ გესმით,რომ ეს ჰოლანდი იქნება ყველაზე ცუდი ტრანსფერი გუნდის ისტორიაში 😬 300 მილიონს მეხუმრებით? ან გაამართლებს ან არა😁😑

  • M10 S9 D11
    schedule 09 მარ 2022, 04:34
    #4

    სერიოზული თანხაა წესით ჰოლანდის მოყვანა აღარ უნდა გაგვიჭირდეს

  • Don_Andresito
    schedule 09 მარ 2022, 03:45
    #3

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    ძაან კარგი იქნება, ვიცი რომ ტრანსფერებში მაგის მესამედსაც ვერ დავხარჯავთ მაგრამ მეექვსედიც რომ გამოვყოთ ეგეც სერიოზულია🤑


    წესით ფული ცენტრფორვარდში და მარცხენა მცველში წაგვივა. დალშე უფასოდ მოვა წესით ყველა. მარჯვენა მცველი უფასოდ მოვა ასპი ან მაზრაუი. თუ დესტი გაიყიდა დამატებითი მაყუთია. კრისტიანსენი მოვა ლენგლე გაიყიდება ესე 15 ად. პუჩიც ალბათ 10 სადღაც. თუ კესი მოვიდა რესურსი და სკამი ძლიერი გვექნება. გაიყიდება ბრაიტი ესე 5-8 მილიონად. დეპაის წასვლას არ ვრმხრობი მარა ეგეც ერთი 15-20 ია, ტრინკაო გრიზმანი კოუ პიანიჩი ჯამში მინიმუმ 80-90 მილიონია. დასახარჯად კიდე მაქსიმუმ 150 გვინდა რასაც მარტო გაყიდვებით ამოვიღებთ. მარცხენა მცველში 30-35 წავა მაქსიმუმ დანარჩენი 9 ში. თუ ჰოლანდი ვერ დავითრიეთ ერთი ვინგერის ფულიც დარჩება. ვინმე ბრაზილიელის მაგალითად. ნუ ადამაც გამოსასყიდია.

  • MSN G.O.A.T
    schedule 09 მარ 2022, 01:51
    #2

    ბაიერნმა 2 მატჩის ჯამში

    ეეეეეეეჰ

  • EL MAESTRO 6
    schedule 09 მარ 2022, 01:31
    #1

    ძაან კარგი იქნება, ვიცი რომ ტრანსფერებში მაგის მესამედსაც ვერ დავხარჯავთ მაგრამ მეექვსედიც რომ გამოვყოთ ეგეც სერიოზულია🤑