workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას ადეიემის შეძენის შანსი ისევ აქვს

ბარსელონას ადეიემის შეძენის შანსი ისევ აქვს

20 წლის თავდამსხმელის, ქარიმ ადეიემის “ბარსელონაში” გადმოსვლის შანსები ჯერ კიდევ არსებობს. ამის მიზეზი ისაა, რომ მისი ამჟამინდელი კლუბი “ზალცბურგი” “დორტმუნდთან” შეთანხმებას ვერ ახერხებს.

რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონა” გერმანელი თავდამსხმელით სერიოზულად იყო დაინტერესებული, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა არჩევანი “დორტმუნდზე” შეაჩერა, რომელსაც ის განვითარებისთვის უკეთეს ვარიანტად განიხილავს.

დღეს კი გერმანულ მედიაში (RuhrNachrichten) გავრცელდა ინფორმაცია, რომ “დორტმუნდსა” და “ზალცბურგს” შორის მოლაპარაკებები შეჩერებულია, რადგან მხარეების პირობები ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულია. ეს კი ადეიემით დაინტერესებულ გუნდებს, “ბარსელონასა” და “რეალს” ფეხბურთელის ხელში ჩაგდების შანსებს უზრდის.

ქარიმ ადეიემი “ზალცბურგში” 2018 წლიდან ირიცხება. მის აქტივში 83 მატჩში გატანილი 29 გოლი და 19 შედეგიანი გადაცემაა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა გერმანიის ნაკრებში 3 თამაშის ჩატარება და 1 გოლის გატანაც მოასწრო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • Bakero
    schedule 08 მარ 2022, 00:58
    #9

    ციტატა: ალექსანდრე გეგეჭკორი

    ციტატა: basa7

    ციტატა: Bakero
    3 ბიჭი ჩანს რეალურად პერსპექტიული ხულიან ალვარესი რომელიც გვარდიოლამ აგვახია rage ენდრიკი და ეს ადეიემი ….. ის ორი უკვე შემდგარი ფეხბურთელები არიან და იმათ არც ვადარებ თანაც იმათ მოვიყვანთ თუ არა ჯერ კაცი შვილმა არ იცის აი ენდრიკ/ადეიემისთვის კი ღირს ბრძოლა მითუმეტეს როცა ჩავი გყავს მწვრთნელი


    არანარი ადეიმი, ენდრიკზე უნდა დავიწყოთ ახლავე და ამ ზაფხულს დავდოთ. 18 წლამდე დავტოვოთ და მერე შეიძლება ადეიმზე მუშაობა.


    ენრიკი რომც იყიდონ 3 წელი ბრაზილიაში დატოვებენ,აქ ზოგს რომ გგონიათ ამ ზაფხულს მოიყვანენ არაა ეგრე


    ბარსა " ბ " მაინც უნდა გაიაროს ყველა ვარიანტში პატარაა ჯერ 15 წლისაა აქ თუ იქნება უკეთესი იქნება ჯერ ადაპტაცია და რაც მთავარია გუნდს ადრე ასაკიდან შეუერთდება ! თუ მოჰყავთ ბრაზილიაში რატომ უნდა დატოვონ ? რამე წესებია არა სრულწლოვანი რომ არის ?

  • Gaucho andy
    Gaucho andy ® ვეტერანი
    schedule 07 მარ 2022, 22:38
    #8

    წავიდეს მადრიდის ხრიალში

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 07 მარ 2022, 21:04
    #7

    ციტატა: basa7

    ციტატა: Bakero
    3 ბიჭი ჩანს რეალურად პერსპექტიული ხულიან ალვარესი რომელიც გვარდიოლამ აგვახია rage ენდრიკი და ეს ადეიემი ….. ის ორი უკვე შემდგარი ფეხბურთელები არიან და იმათ არც ვადარებ თანაც იმათ მოვიყვანთ თუ არა ჯერ კაცი შვილმა არ იცის აი ენდრიკ/ადეიემისთვის კი ღირს ბრძოლა მითუმეტეს როცა ჩავი გყავს მწვრთნელი


    არანარი ადეიმი, ენდრიკზე უნდა დავიწყოთ ახლავე და ამ ზაფხულს დავდოთ. 18 წლამდე დავტოვოთ და მერე შეიძლება ადეიმზე მუშაობა.


    ენრიკი რომც იყიდონ 3 წელი ბრაზილიაში დატოვებენ,აქ ზოგს რომ გგონიათ ამ ზაფხულს მოიყვანენ არაა ეგრე

  • basa7
    schedule 07 მარ 2022, 20:27
    #6

    ციტატა: Bakero
    3 ბიჭი ჩანს რეალურად პერსპექტიული ხულიან ალვარესი რომელიც გვარდიოლამ აგვახია rage ენდრიკი და ეს ადეიემი ….. ის ორი უკვე შემდგარი ფეხბურთელები არიან და იმათ არც ვადარებ თანაც იმათ მოვიყვანთ თუ არა ჯერ კაცი შვილმა არ იცის აი ენდრიკ/ადეიემისთვის კი ღირს ბრძოლა მითუმეტეს როცა ჩავი გყავს მწვრთნელი


    არანარი ადეიმი, ენდრიკზე უნდა დავიწყოთ ახლავე და ამ ზაფხულს დავდოთ. 18 წლამდე დავტოვოთ და მერე შეიძლება ადეიმზე მუშაობა.

  • Bakero
    schedule 07 მარ 2022, 18:59
    #5

    3 ბიჭი ჩანს რეალურად პერსპექტიული ხულიან ალვარესი რომელიც გვარდიოლამ აგვახია rage ენდრიკი და ეს ადეიემი ….. ის ორი უკვე შემდგარი ფეხბურთელები არიან და იმათ არც ვადარებ თანაც იმათ მოვიყვანთ თუ არა ჯერ კაცი შვილმა არ იცის აი ენდრიკ/ადეიემისთვის კი ღირს ბრძოლა მითუმეტეს როცა ჩავი გყავს მწვრთნელი

  • Zura Gviniashvili
    schedule 07 მარ 2022, 17:03
    #4

    ძალიან ძლიერი ტალანტია . ფატის არ ჩამოუვარდება.. ტექნიკური სწრაფი გოლის გამტანი მოკლედ თუ გადმოვა მხოლოდ მივესალმები.. რამდენია გამოსასყიდი თანხა და გამოსყიდვა თუ არა რამდენად შეიძლება რომ ავსტიიდან წამოვიყვანოთ.. ან ეს და აგენტი რამდენს ითხოვს გაქვთ ვინმეს ინფორმაცია ?

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    ახლა რომ მოძლიერდა გუნდი უფრო მოუნდა? წავიდეს ერთი ამისი ასე და ისე


    მე ვფიქრობ იმიტომ აირჩია დორტმუნდი რომ აიაქსი დორტმუნდი ბენფიკა და კიდევ რამოდენიმე გუნდი იდეალურია ასეთი ტალანტების განვითარებისთვის. არ ვამტყუნებ რომ დორტმუნდი აირჩია

  • NEYBarca
    schedule 07 მარ 2022, 16:20
    #3

    ხალანდში ასეულობით მილიონის ყრას, ამას მიაწვნენ ბოლომდე და რამენაირად გაჩარხონ ეს ტრანსფერი. ჩავი ჰალანდს შეხვდაო და ეგებ ამასაც შეხვდა და მაგის მერე დაპაუზდა ამის დორტმუნდში გადასვლა.

  • EL MAESTRO 6
    schedule 07 მარ 2022, 15:54
    #2

    ახლა რომ მოძლიერდა გუნდი უფრო მოუნდა? წავიდეს ერთი ამისი ასე და ისე

  • nika 54
    schedule 07 მარ 2022, 15:33
    #1

    ეს მორიბა -2 არ გამოდგეს. არ მომწონს სიფათზე. ეს ისეთივე გერმანელია როგორც დემბელე ფრანგი.