workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
2 პირობა, რომლებიც ბარსამ ერლინგ ჰოლანდის შესაძენად უნდა დააკმაყოფილოს

2 პირობა, რომლებიც ბარსამ ერლინგ ჰოლანდის შესაძენად უნდა დააკმაყოფილოს

რაც დრო გადის, ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი აქტუალობას უფრო და უფრო იძენს.

ფეხბურთელის აგენტის, მინო რაიოლას ჟოან ლაპორტასთან მეგობრობას “ბარსელონას” უპირატესობად ხშირად ასახელებენ ხოლმე. ცოტა ხნის წინ “ბარსას” პრეზიდენტის მრჩეველმა დაადასტურა, რომ კლუბს ნორვეგიელი ვარსკვლავის შესაძენად საკმარისი თანხა აქვს, მაგრამ პრობლემას სახელფასო ჭერი ქმნის.

მოსალოდნელია, რომ ჰოლანდის ტრანსფერი “ბლაუგრანას” ჯამში დაახლოებით 335 მილიონი ევრო დაუჯდება. Mundo Deportivo-ს ცნობით, იმისათვის, რომ კატალონიელებმა ამხელა ხარჯი ლა ლიგის ფინანსური ფეარ ფლეის წესებს მოარგონ, ორი პირობა უნდა დააკმაყოფილონ:

1. მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების გაყიდვა

საუბარია უსმან დემბელეზე, ფილიპე კოუტინიოზე, სამუელ უმტიტისა და სერჟი რობერტოზე. კოუტინიო და უმტიტი რომ “ბარსას” გეგმებში არ შედიან და ისინი გუნდს აუცილებლად დატოვებენ, ეს გადაწყვეტილია. დემბელესა და რობერტოს შემთხვევაში კლუბი კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილს კი გამოთქვამს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელები ხელფასს მნიშვნელოვნად შეიმცირებენ. სხვა შემთხვევაში მათი გაშვება პრობლემა არ იქნება, რადგან კონტრაქტი ორივეს უმთავრდება. ასე რომ ამ პუნქტის დაკმაყოფილება კლუბს არ უნდა გაუჭირდეს.

2. CVC-ს შეთავაზებაზე დათანხმება

გავრცელებული ინფორმაციით “ბარსელონა” მზადაა, CVC-სთან ხელშეკრულება გააფორმოს იმ შემთხვევაში, თუ ეს არა სესხი, არამედ ინვესტიცია იქნება. ივარაუდება ისიც, რომ “ბარსელონას” პირობების დაკმაყოფილებაზე ლა ლიგაც იზრუნებს.

გამოდის, რომ “ბარსელონა” ორივე იმ პირობის დაკმაყოფილებასთან ახლოსაა, რაც ერლინგ ჰოლანდის შეძენისთვისაა საჭირო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • Muxber
    schedule 04 მარ 2022, 23:03
    #8

    დაცვა მისახედი უეჭველი წინ ლუკიც კი თამაშობს😂😂😂 ვინმე პერსპექტიული ახალგაზრდა გვინდა ცენტრი ან ცრუ ცხრიანი და ბარსა და განვითარდება თან მაესტროს ხელში

    ჰოლანდია დედაც ისეთი გუნდი უნდა შეუწყოს მაგ ფასში

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 04 მარ 2022, 21:57
    #7

    კაით რა ხალხო ძაან ძვირი ჯდება და არ ღირს გარისკვად….

  • M10 S9 D11
    schedule 04 მარ 2022, 18:19
    #6

    და რა პრობლემაა მერე უმტიტი რობერტო და დემბელე ბარგზე ზიან ისედაც კოუტინიოს იმედია გამოისყიდიან

  • რივალდო-მესი
    schedule 04 მარ 2022, 14:21
    #5

    ყველაზე მეტად რაც არ მომწონს რაიოლაა. სხვა ჰოლანდს არავის დასაწუნი არაფერი ჭირს. მათ შორის არც ფასი აქვს რაიმე სასწაული. უბრალოდ გავა 2-3 წელი და დაიწყებს რაიოლა წუწუნს და ამ წუწუნის მიზეზი ხელფასი იქნება ( ვითომ) სინამდვილეში სხვა გუნდში გაყიდვა და მერე ახალი ააკომისიოები რაიოლას. ასე შემოატარა ინრაგიმოვიჩი მთელ ევროპაში და მარტო იბრას გაყიდვებიდან აქვს ტიპს სადღაც 60 მილიონი ნაშოვნი. სწორედ ამიტომ მე ჰოლანდის დიდი ფანი და გულშემატკივარი ვამბობ, რომ ჯობია კუმდე დელიხტი იყიდონ ცენტრისთვის. მარცხენა მცველად გრიმალდო და ენრიკე დაიბევონ ბრაზილიიდან ( ვგიჯდები მაგ ბავშვზე, პატარა მარადონაა ტიპი) ამ
    ყველაფერს კი ფატის იმედად ვამბობ. მგონი გვყავს სასწაული მომავლის ცხრიანი უკვე. მთავარია ტრავმებმა აღარ შეაწუხოს თორემ
    მაგრად რომ დაბრუნდება დარწმუნებული ვარ. პ.ს თუ დემბელემ ასე გააგრძელა და წელს მეტი ტრამვა არ მიიღო ეგეც აუცილებლად უმდა დატოვონ. ღირს დემბუზასთვის ცოტა მეტის გადახდა.

  • Ntpg
    schedule 04 მარ 2022, 13:42
    #4

    ამხელა ფულის გადახდას ჰოლანდში, ჯობია არ გადაიხადონ :/ დემბელენკოუტინიონდა გრიზმანის მაგალითი გვაქვს უკვე და აღარ გვინდა. მაგას ჯობია ნაკლებად ძლიერი თავდამსხმელი მოიყვანონ და სამაგიეროდ დაცვა გააძლიერონ ისე რომ მბაპეს და ჰოლანდს გაუწიონ მერე ანგარიში

  • riva
    schedule 04 მარ 2022, 12:29
    #3

    ძალიან ძვირი გვიჯდება. თან რაიოლას თუ გავითვალისწინებთ სულ უფრო ძვირი დაგვიჯდება. ვლაჰოვიჩი უნდა დაგვეთრია

  • Don_Andresito
    schedule 04 მარ 2022, 12:18
    #2

    მაღალანაზღაურებად მოთამაშეებში უმტიტი აღარ გადის დაიკლო ხელფასი მარა მაინც მოსაშორებელია. დემბელე წავა 99% ით. დამრჩენი აქამდე მოაწერდა ხელს. კოუზე ვილოცოთ რო გამოისყიდონ. პიანიჩი გვავიწყდება. ყველაზე მეტი აქვს ხელფასი და მგონია უკან მოგვიგდებენ თურქები. რობერტო არც განიდილონ რო დარჩეს. 0 ია მაგის საჭიროება. კიდე ლიგაზე უნდა გავიდეთ

  • nika 54
    schedule 04 მარ 2022, 11:44
    #1

    მოკლედ არ იყო ფული ვერ ვყიდულობდით, ეხლა ფული გამოჩნდა და ამ ტებასის ფეირ პლეის ფოკუსებს მაინც ვერ ავცდით. ამ კაცს მგონია ბარსას დაქცევა აქვს გეგმაში. და ბართომეუც ამის მოგზავნილი მგონია.