workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კაპიტანი, სამკლავურის გარეშე – ჩავი დანი ალვესით აღფრთოვანებულია

კაპიტანი, სამკლავურის გარეშე – ჩავი დანი ალვესით აღფრთოვანებულია

“ბარსელონაში” დაბრუნების შემდეგ დანი ალვესი ბრწყინვალედ გამოიყურება და მწვრთნელის ტაქტიკას ბევრ დამატებით იარაღს სძენს.

Marca-ს ინფორმაციით, ჩავი ერნანდესი ლეგენდარული ბრაზილიელით აღფრთოვანებულია, არამარტო მისი პერფორმანსის, არამედ მოედანს მიღმა დამოკიდებულების გამო – ის ნამდვილი კაპიტანია, ოღონდ, კაპიტნის სამკლავურის გარეშე.

წყაროს ცნობით, 38 წლის მარჯვენა მცველი ყველასთვის მისაბაძი მაგალითია, თუ როგორ უნდა შეუნარჩუნო გრაფიკი და დიეტა. ის შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.

სწორედ ამიტომ, როგორც ცნობილია, “ლურჯ-ბროწეულისფერები” დანი ალვესის მინიმუმ 1 წლით დატოვებასა და კონტრაქტის 2023 წლამდე გახანგრძლივებას აპირებენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 04 მარ 2022, 11:00

    დაიმსახურა, რას ერჩი. ეგება მინგესამ ისწავლოს რამე მიამაგრონ.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 04 მარ 2022, 09:08

    ჩვენც აღფრთოვანებული ვართ♥️

  • MARI=BARCA-fan
    schedule 04 მარ 2022, 02:24

    იქნება მესიც დააბრუნონ და 1 წლის შემდეგ დანის, ბუსის და პიკესთან ერთად ოთხივეს სავსე სტადიონზე დამსახურებული ზარზეიმით გააცილებდნენ… blush

  • Bakero
    schedule 04 მარ 2022, 01:30

    მსოფლიო სპორტის ისტორიაში სუპერ ტალანტები ვიცი ეხლა ჩამოთვლა და წერა რომ დავიწყო ხვალ საღამომდე არ გავჩერდები მაგრამ მაგ სუპერ გენიოს ტალანტებისგან ბევრი ბოლომდე ვერ შედგა ! და რატომ ? იმიტომ რომ სპორტსმენები არ იყვნენ საკუთარ თავთან დამოკიდებულება და სპორტული დუხი არ ჰქონდათ თორემ ტალანტი იცოცხლეთ ! აი ამ კაცს ყველაფერი აქვს აი ყველაფერი! იმიტომაც ააქვს ყველაზე მეტი ტიტული და კიდევ კაცი ფორმაშია და საკუთარი თავი კონტროლის ქვეშ ჰყავს ! ბრავო დანი ბრავო !

  • Justin Kluivert
    schedule 04 მარ 2022, 01:18

    არ ვიცი რა უნდა ვთქვა, ხელმძღვანელობამ ძალიან შორს გაიხედა, იქიდან გამომდინარე, რომ
    შინაური, პერსპექტიული, ჩავი მოიყვანა …
    ატმოსფეროს ჩამომყალიბებელი, განწყობის შემქმნელი ალშვეში დაგვიბრუნა
    ბუსი, პიკე, ალბა ახალ პროექტში ჩაერთვნენ
    არაუხო შეინარჩუნა და გუნდის მენტალიტეტად აქცია
    აათამაშა თითქმის უპერსპექტივო (ბარსაში) დესტი და დემბუშა
    შექმნა კონკურენცია
    გააჩინა იმედები
    გვაჩუქა გავი, ნიკო, რომლებიც პედრისთან ერთად ქმნიან კატალონიურ დნმ-ს
    დაგვიბრუნა ძველი ტალანტი, ტრაორე
    გვაჩუქა ესპანური ტალანტი, ტორესი
    მომავალ წელს ტრებლი !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

  • Don_Andresito
    schedule 04 მარ 2022, 01:04

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    ამისი გადმოსვლა რომ გავიგე ძაან გამეხარდა რადგან კარგ ატმოსფეროს შემოიტანდა, მოტივაციას მისცემდა ფეხბურთელებს და დესტს განსაკუთრებით ასწავლიდა ბევრს, თამაშით კი მეგონა ვერ გაქაჩავდა და მაქსიმუმ 30 წუთს ითამაშებდა მაგრამ ყველანაირ მოლოდინებს გადააჭარბა დანიმ და ყველანაურად იდეალური ტრანსფერი გამოვიდა, თან უფასოდ და ხელფასის გარეშე, აი ესაა ნამდვილი კაპიტანი და სამაგალითო პიროვნებაც და ფეხბურთელიც
    Respect dani❤🔥🔥💪


    სპორტული კუთხითაც ბევრს ველოდი მე. წინა კოპა ამერიკაზე იფრინა, ტურნირის საუკეთესო იყო. ოლიმპიადაზე კარგად იდგა. ბოლოს სან პაოლოში ვნახე ამისი იგრები და ფრინავდა, 90 წუთი, გოლები ასისტები. ვიცოდი რო კარგ ფორმაში იყო და ჩავიმ რო დაუძახა საერთოდ გაიხევდა თავს ვარჯიშით პლიუს მსოფლიოზე ხირითადი უნდა და იქამდე ფორმას ყველაფრის ფასად შეინარჩუნებს. ამიტო ვენდობოდი თან დესტების და მინგესების შემხედვარე.

    ყველაზე დიდი უბედურება კი ისაა რო ტიპი გავუშვით 2016 ში და 6 წელია ეს პოზიცია ვერ მოვაგვარეთ ისევ თითონ მოაგვარა. რატო ვუშვებდით საერთოდ ბართომეუს რო … ამ 6 წელში დანიმ იტალიაში და საცრანგეთდი შიდა ტურნირები, სანაკრებო ტურნირები მოიგო ჩვენ კიდე ვიდალში სემედოში დუგლასში ვაგეში დესტში ემერსონში 100 მილიონამდე დავხარჯეთ და შედეგი. 0.

  • La Pulga10
    schedule 04 მარ 2022, 00:56

    ტიპი არის კლასიიიიი.38 წლის კაცია და ისევ საიკეთესოა :დდდ.ჩვეულებრივი GOAT-ია.საუკეთესო ისტორიაშო თავის პოზიციაზე.არვიცი მე კაფუ,ძანეტი და ლამები.ეს კაცი არის არანორმალური.

  • EL MAESTRO 6
    schedule 04 მარ 2022, 00:45

    ამისი გადმოსვლა რომ გავიგე ძაან გამეხარდა რადგან კარგ ატმოსფეროს შემოიტანდა, მოტივაციას მისცემდა ფეხბურთელებს და დესტს განსაკუთრებით ასწავლიდა ბევრს, თამაშით კი მეგონა ვერ გაქაჩავდა და მაქსიმუმ 30 წუთს ითამაშებდა მაგრამ ყველანაირ მოლოდინებს გადააჭარბა დანიმ და ყველანაურად იდეალური ტრანსფერი გამოვიდა, თან უფასოდ და ხელფასის გარეშე, აი ესაა ნამდვილი კაპიტანი და სამაგალითო პიროვნებაც და ფეხბურთელიც
    Respect dani❤🔥🔥💪

  • GÍØ
    schedule 04 მარ 2022, 00:23

    დანი მგელია 💙❤️

  • nikusha
    schedule 04 მარ 2022, 00:16

    სიმართლე რომ ვთქვა არც მე ველოდი ამ ასაკში ამდენს დანისგან