AS-ის ინფორმაციით, ნიდერლანდელი თავდამსხმელი, ლუკ დე იონგი, რომელიც “სევილიიდან” იჯარით “ბარსელონაში” თამაშობს, სეზონის ბოლოს ანდალუსიურ კლუბში დაბრუნდება.
მადრიდული გამოცემის თანახმად, “სევილიას” სპორტულ დირექტორს, მონჩის 31 წლის ფეხბურთელის ბოლოდროინდელი თამაში მოსწონს და ზაფხულში მის გაყიდვას შეეცდება.
“ბარსელონას” დე იონგის გამოსყიდვის უფლება არ აქვს, თუმცა შეუძლია, “სევილიას” მის გასხვისებაზე თავდაპირველად უარი უთხრას, რასაც, სავარაუდოდ, არ გააკეთებენ.
ნიდერლანდელს ანდალუსიელებთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება. მისი შეძენით რამდენიმე კლუბი სერიოზულად ინტერესდება.




გრიზმანზე მეტი კი გააკეთა იმედია მოიგებს აქ ევროპა ლიგას
ამ "კაცი-გოლი-გადამრჩენის"" გაშვება უკვე მართლა დამენანა, ზის წყნარად უპრობლემოდ. 5 წუთი რო რჩებოდეს და დაუძახონ გადის და გოლი გააქვს. ამისთანა ვის უზის ზამენაზე. სხვა ამის ადგილზე ბოლო წუთებზე არც იკადრებდა გამოსვლას.
არ ვიცოდი ამას თუ ვიტყოდი,მაგრამ საჭირო კაცია გუნდში. ეს,რომ მოედანზე გამოდის რაღაცის იმედი მაქვს და მართლდება კიდეც, გოლებს ყრის, პრეტენზიული არ არის ძირითადზე და ა.შ
დავიტოვოთ 🥺❤ ლუკზე თუ ამას დავწერდი რას ვიფიქრებდი , მაგრამ მართლა ძალიან დაგვეხმარა , მოკლე დროში ბევრის გული მოიგო , წარმატებები სადაც წავა❤❤❤
ლუკზე სიმართლე გითხრათ გული მეც მწყდება, მართლა კოზირივითა თავის სათამაშო ამპლუაში და თუ გინდა ჯოკერივით
არადა კარგია ასეთი კოზირი რომ გყავს, მაღალია, გამოვა და თავით იტანს, სეზონის სტარტში ვიცინოდი ამაზე და ახლა გული მწყდება😕
არაუშავს მაგრად გამოგვადგა და კიდე შეყრის ეს ერთ 5 გოლს