პორტუგალიური “პორტოს” ფორვარდმა ჰალკმა გამოთქვა უკმაყოფილება არბიტრის მიმართ, რადგან აბიდალმა საჯარიმოში დაარღვია თამაშის წესი და ჰალკის მისაზრებით პენალტი გარდაუვალი იყო .
“ეს არამარტო ჩემი აზრია. ყველამ ყველაფერი დავინახეთ. შეიძლებოდა დადებულიყო პენალტი, ამის შემდეგ კი სხვა თამაში წავიდოდა.”
“მაგრამ ჩვენ თავი არ უნდა დავკარგოთ. ჩვენ “პორტო” ვართ და უნდა გავაგრძელოთ ლამაზი ფეხბურთის თამაში. რაც დაგვრჩენია, მოედნიდან თავაწეული გასვლაა.” – დაასრულა ჰალკმა.


