workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფინიას პრესკონფერენცია

რაფინიას პრესკონფერენცია

დღეს, “ბარსელონას” ახალწვეულმა, რაფინია ბელოლიმ კლუბის ოფისში კონტრაქტს ხელი მოაწერა, ახლა კი ჟოან ლაპორტას და მატეუ ალემანისთან ერთად პრესკონფერენციას მართავს.

ჟოან ლაპორტა

რაფინია, მოგესალმებით. ემოციური დღეა.

Joga Bonito “ბარსელონაში” ბრუნდება. წარმატებულ ეპოქებში ბრაზილიელები ყოველთვის გვყავდა.

მინდა, დეკუს მადლობა გადავუხადო, რადგან მან ძალიან ბევრი იმუშავა.

რაფინიასი მადლობელი ვარ, ისევე, როგორც მატეუ ალემანისა და ჟორდი კრუიფის, რომლებმაც ეს ტრანსფერი შესაძლებელი გახადეს.

ჩავი მის მოიყვანას დაჟინებით ითხოვდა. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ტრანსფერი განხორციელებულიყო.

ამ ყველაფერში რაფინიამაც დიდი როლი ითამაშა. მისი ოჯახი და მეგობარი გოგონაც აქ არიან.

ვიმედოვნებ, იმუშავებ, ივარჯიშებ და ისე გააგრძელებ, როგორც ახლა. გვინდა, აქ თამაშით გვასიამოვნო. “ბარსაში” სანახაობა ყოველთვის გვიყვარდა.

ბრაზილიელი პორტო ალეგრედან – ის იმ ბრაზილიელებს მახსენებს, რომლებმაც “ბარსას” სიხარული დაუბრუნეს.

სამბა “ბარსელონაში” ბრუნდება.

მართალი არაა, რომ კლუბი იძულებულია, ფრენკი დე იონგი გაყიდოს. ჩავი გადაწყვეტს, ის აშშ-ში წამოვა თუ არა.

ლევანდოვსკი “ბაიერნის” მოთამაშეა. სათქმელი არაფერი მაქვს, მათ პატივს ვცემთ.

შევეცდებით, ჩავის მოთხოვნები შევასრულოთ.

ლევანდოვსკის თაობაზე “ბაიერნს” ჩვენი შეთავაზებისთვის არ უპასუხია. მეტს ვერაფერს გეტყვით. 

რაფინია

აქ ყოფნა დიდი პატივია. მადლობა ყველას ამ შესაძლებლობისთვის. 

ყველაფერს გავაკეთებ, რომ “ბარსელონას” თავის ადგილას დაბრუნებაში დავეხმარო.

ბევრი კუმირი მყავს, რომლებიც აქ თამაშობდნენ და ისტორია შექმნეს. თუ მათ ნახევარს მივაღწევ, უკვე წარმატება იქნება.

ვაანალიზებ, რომ ბავშვობის ოცნება ამიხდა. პრეზიდენტსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ტრანსფერზე მუშაობდა, მადლობას ვუხდი. Visca Barça y Visca Catalunya!

ჩავი ერნანდესს ერთხელ უკვე ვესაუბრე, რაც დიდი პრივილეგიაა. ის დიდებული ფეხბურთელი იყო და ახლა, ასეთივე მწვრთნელი ხდება. ვიმედოვნებ, ჩავი აქ წარმატების მიღწევაში დამეხმარება. 

როცა ბავშვი ვიყავი, “ბარსელონას” თამაშებს ჩემზე დიდი გავლენა ჰქონდა და ვოცნებობდი, რომ აქ მეც მეასპარეზა. არ მინდა, საკუთარი თავი რონალდინიოსნაირ ფეხბურთელებს შევადარო – ყველას თავისი სტილი აქვს.

გაუჩოსა და ნეიმარის ყურებამ, წარმატების აქ მიღწევის სურვილი გამიძლიერა.

“ბარსა”, თავისი დიდების გამო, ტიტულებისთვის ყოველთვის იბრძოლებს.

მატეუმ და დეკუმ ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემი ოცნება ასრულებულიყო.

გავუკეთებ თუ არა საგოლე პასებს ლევანდოვსკის? ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ასისტებით ობამეიანგს, ფერანსა და ანსუს მოვამარაგებ – მოთამაშეებს, რომლებიც უკვე გვყავს. თუ პრეზიდენტს იმ ფეხბურთელებზე საუბარი არ სურს, რომლებიც აქ არ არიან, ამას არც მე ვაპირებ.

მატეუ ალემანი 

ფრენკი დე იონგი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა და მასზე იმედებს ვამყარებთ, მაგრამ ფინანსური Fair Play ფეხბურთელების გაყიდვას გვაიძულებს.

მწვრთნელი გადაწყვეტს, ამერიკაში რომელი მოთამაშეები გაემგზავრებიან. ზოგიერთი მათგანი ჩავის გეგმებში არ შედის, რის გამოც ისინი განაცხადს მიღმა დარჩებიან, რათა ახალი კლუბები იპოვონ. 

დემბელე? მოლაპარაკებებზე საუბარი არ გვინდა. სპორტული თვალსაზრისით, უსმანთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ კონტრაქტი ამოიწურა და მოთხოვნებს შორის დიდი სხვაობა იყო, რის გამოც, შეთანხმებას 8 თვე დასჭირდა.

გვესმოდა, რომ ფრანგს გუნდში მნიშვნელოვანი როლი ექნებოდა, მაგრამ კლუბის სახელფასო სტრუქტურას უნდა მორგებოდა. მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება. 

კუნდე? კონკრეტული სახელების გამჟღავნება არ გვინდა, პირველ რიგში, სხვების პატივისცემისა და მოლაპარაკებებისთვის ხელის არშეშლის გამო. მწვრთნელის გეგმების მიხედვით, სატრანსფერო ბაზარზე სასურველ ვარიანტებს ვეძებთ.

ჩავის გვითხრა, რა სურს და ვმუშაობთ, რომ ფეხბურთელები, რომლებიც მას სჭირდება, მოვიყვანოთ. ვიფიქრობ, წინ კარგად მივიწევთ, მაგრამ მოთმინება გვმართებს.

რაფინიას კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი, მისი გამოსასყიდი თანხა კი 1 მილიარდი ევრო იქნება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (15)

  • Bakero
    schedule 15 ივლ 2022, 20:19
    #15

    აჰ აჰ ეხლა Joga Bonito და ფეხბურთის ლეონარდო და ვინჩისთან ( Ronaldinho ) შედარება ცოტა ზედმეტი მოგდის ჯიგარო მაგის ნახევარი კი არა მეოთხედი ითამაშე და ბარსას და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ადგილი გარანტირებული გაქვს ! …..ვნახოთ ვნახოთ ღმერთი შენსკენ

  • VanillaSoul
    schedule 15 ივლ 2022, 19:42
    #14

    გრიზმანი რჩება ატლეტიკოში. 2 წლის განმავლობაში სეზონში 50 პროცენტი თუ ითამაშა თამაშების რჩება გუნდში და ატლეტიკო 45 მილიონს იხდის. ანუ ამ სეზონშიც 50 პროცენტში რო მიიღოს მონაწილეობა თამაშებში სხვა გზა აღარ ექნება ატლეტიკოს გარდა გამოსყიდვისა…

  • shu1987
    schedule 15 ივლ 2022, 18:48
    #13

    რახან მოიყვანეს ამხელა თანხა გადაიხადეს და იმედს ამყარებენ მილიარდი გამოსასყიდიო ესეიგი მაგარია და სჯერათ, მე პირადად მითქვია და ვამბობ მაგრად მჯერა ამის.

  • Memphis Depay
    schedule 15 ივლ 2022, 18:37
    #12

    ❗️🎉 ბარსელონამ ლევანდოვსკის პრეზენტაციისთვის მზადება უკვე დაიწყო.

    კლუბს პოლონელი ვარსკვლავის წარდგენა კამპ ნოუზე ორშაბათს სურს.

    @gerardromero

    😳🔥🔜

  • La Pulga10
    schedule 15 ივლ 2022, 18:32
    #11

    ველოდებით ლევანას,კუნდეს,ასპის და ბერნარდოც თუ მოვიდა დაგვეჯახოს ნებისმიერი,გინდა ლივერპული იყოს და გინდა სიტი.

  • katalomia
    schedule 15 ივლ 2022, 18:23
    #10

    ციტატა: Griezzy7

    ციტატა: katalomia
    გრიზმანის ამბავი როგორაა კონტრაკტის მიხედვით ხომ არვიცით ვინმემ რაიმე? ან ფული ერგება ბარსას კიდე ან გვიბრუნდება ამ სეზონში?


    ატლერიკომ 40 მილიონი უნდა გადაგვიხადოს კონტრაქტის მიხედვით. ანუ იჯარით გავუშვით მაგრამ სავალდებულო გამოსყიდვით, თუ არ ვცდები ესე იყო მაგრამ სადარის ის 40 მილიონი არ ვიცი 😂😂😂

    მგონი არის შანსი ჩვენთან დაბრუნდეს. ძაან საინტერესო იქნება, მერე თუ შეეცდება ეს ჩვენი ალემანი მის გაყიდვას?! და არ დაგვღუპოს ალემანმა.

  • riva
    schedule 15 ივლ 2022, 18:21
    #9

    როგორც ვატყობ სკამიც საკმაოდ დიდი და ძლიერი გვექნება წელს.

    თავდასხმა: ფატი, რაფინია, ობა, ფერანი, დემბელე – ეს ხუთეული 100% ველით ლევანას მოსვლას და დეპაის და ბრეითას წასვლას

    ნახევარდაცვა: ბუსი, კესი, ნიკო, პედი, გავი, რობერტო – მე პირადად რობერტოს არ გავუგრძელებდი თუმცა ვნახოთ იქნებ ხავიმ უშველოს. სავარაუდოდ პიანიჩიც დარჩება

    დაცვა: ალბა, გარსია, არაუხო, პიკე, კრისტენსენი, დესტი – ველით ალონსო/ასპილიკუეტას მოსვლას და უმტიტის წასვლას

    ძალიან პერსპექტიული გუნდია. ფავორიტები წელს ალბათ არ ვიქნებით მაგრამ ყველგან ვიბრძოლებთ. 1-2 წელში როცა ბავშვები ცოტა გაიზრდებიან აი მერე კი გუნდის ბირთვი – 90% მზად იქნება და უკვე ფავორიტობას მივაწვებით ყველა ტუნრნირზე.

    კუნდეც თუ მოვიდა, ლევანაც და ალონსო/ასპიც ალემანს ძეგლი

  • Zura Gviniashvili
    schedule 15 ივლ 2022, 18:06
    #8

    3-4 ფეხბურთელი დაგვრჩა მოსაყვანი. ლევანა კუნდე ასპილიკუეტა სილვა . ბოლო ფეხბურთელი თუ დეიონგი გაიყიდა.. ყველაზე კარგ ვარიანტში ფრენკის უმტიტის პუჩის პიანიჩის ბრეითვეიტის და მინგესას წავლაა . მომავალ წელს კი პიკე და ბუსკეცი თუ წავა კარგი იქნება

  • katalomia
    schedule 15 ივლ 2022, 17:57
    #7

    გრიზმანის ამბავი როგორაა კონტრაკტის მიხედვით ხომ არვიცით ვინმემ რაიმე? ან ფული ერგება ბარსას კიდე ან გვიბრუნდება ამ სეზონში?

  • NEYBarca
    schedule 15 ივლ 2022, 17:54
    #6

    კუნდეს ტრანსფერი ძალიან ახლოსაა – diarioas

  • nika 54
    schedule 15 ივლ 2022, 17:45
    #5

    იმედია მართლა გაგვახარებს და ბარსას ფილოსოფიას კარგად აითვისებს.

  • La Pulga10
    schedule 15 ივლ 2022, 17:38
    #4

    არ მჯერა ძმაო.ყველაზე მაგარი სატრანსფერო ფანჯარა გამოვა ბარსას ისტორიაში,თუ ეგრე მოხდა.კესი,კრისტენსენი,რაფინია,ლევანა,კუნდე,ბერნარდო და ასპილიკუეტა.ხალხი ხო დაიწყებს ისევ სიარულს,ლუბოის ხო გადავხსნით შუაზე,გაყიდვები ხო წავა ლიწინით.აი ვინც დაგვცინოდა სუყველას უნდა გადავუაროთ კატოკივით.

  • katalomia
    schedule 15 ივლ 2022, 17:38
    #3

    მაგარი კაცია რაფინია.
    ეს ალემანი ისეთ ხოდზეა რეალიც არ იყიდოს ამ რაზგარით უჯიკოს ვინმემ.

  • Moriba
    schedule 15 ივლ 2022, 17:24
    #2

    BOOOM🔥💥

    ცნობილმა ჟურნალისტებმა, ფაბრიციო რომანომ და ფლორიან პლატენბერგმა ბარსას ქომაგთათვის სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელეს. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ბლაუგრანა რობერტ ლევანდოვსკისა და ბერნარდუ სილვას გადაიბირებს⏳⏳ვაიმეე ბიჭოოო ესენი მოიყვანონ და დე იონგს არ გავკარი პლიუს კუნდე აზპი და მოდის ტრებლე❤️❤️💙💙💙💙

  • EL MAESTRO 6
    schedule 15 ივლ 2022, 17:12
    #1

    აი გუნდის სიყვარული რომ მოგიყვანს ეგაა დასაფასებელი თუნდაც, ჩელსიც, არსენალიც და ნიუკასლიც ბევრად დიდ ხელფასს სთავაზობდნენ მაგრამ ამას ბარსაში 6 მილიონად თამაში არჩია, რაც ძალიან დასაფასებელია, წარმატებები აბა და შენც დიდი სახელი დაგეტოვებინოს სხვა ბრაზილიელებისდაგვარად