workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავის პრესკონფერენცია ბილბაოსთან მატჩის წინ

ჩავის პრესკონფერენცია ბილბაოსთან მატჩის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა “ბილბაოსთან” თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

– გვინდა, თავი მოვუყაროთ ყველაფერს ერთად, რასაც ვაკეთებთ. ახლა განვსხვავდებით იმ გუნდისგან, რომელმაც ესპანეთის თასზე “ბილბაოსთან” სტუმრად ითამაშა, თუმცა, ხვალ რთული მატჩი იქნება.

– მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვიმყოფები, სადაც არ შეგიძლია, რომ უბრალოდ მოიგო – კარგადაც უნდა ითამაშო.

– დეპაი? ის და ლანგლე ჩვეულებრივ ვარჯიშობენ. ახლა მათ უფრო მეტი კონკურენტი ჰყავთ, მაგრამ მემფისი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი უნდა იყოს. კონკურენცია გაიზარდა, მაგრამ ისინი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები უნდა იყვნენ. თუ არაფერი შეიცვალა, ისინი განაცხადში მოხვდებიან.

– არაერთ ასპექტში უნდა მოვუმატოთ, ბურთს ზედმეტად ხშირად ვკარაგავთ. გასაუმჯობესებელი ბევრი რამ გვაქვს.

– მუშაობა იმავე ენთუზიაზმითა და თავგანწირვით უნდა გავაგრძელოთ.

– ფრენკი დე იონგი შესანიშნავი ფეხბურთელია. გვინდა, რომ ის გუნდს სრულყოფილად მოერგოს. მას ჰქონდა მომენტები, როდესაც კრიტიკის გამო ფრენკიმ რთული დრო გამოიარა, მაგრამ ის ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა. იგი ძალიან თვითკრიტიკული და თავმდაბალია. მისი მსგავსი პროფილის ფეხბურთელის პოვნა ძნელია.

– ძმები ვილიამსები? ნიკო და ინიაკი ძალიან სწრაფი, კონტრშეტევებზე სახიფათო ფეხბურთელები არიან. უნდა ვეცადოთ, ეს მინიმუმამდე დავიყვანოთ. ისინი სივრცეებს ძალიან კარგად ითვისებენ.

– რა თქმა უნდა, ახლანდელ “ბარსაში” თამაშს ვისურვებდი. თამაში ყოველთვის მინდა, მაგრამ ეს ეტაპი უკვე დასრულდა. ამით დიდი სიამოვნება მივიღო და მინდა, ახლა ჩვენმა ფეხბურთელებმა ისიამოვნონ.

– სანამ მათემატიკურად შესაძლებელი იქნება, ლა ლიგისთვის ვიბრძოლებთ.

– დესტი მაღალ დონეზე იმყოფება. ის აჩვენებს, რომ “ბარსას” დონეს შეესაბამება.

– ახალწვეულების გარეშე მიზნების მიღწევა უფრო გაგვიჭირდებოდა. ობამეიანგს არ გავუკვირვებივარ. მას ასეთი შესაძლებლობები ყოველთვის ჰქონდა. ტრაორემ გამარკვირვა. ის ბურთს შესანიშნავად იბრუნებს. ყველაზე მეტად ტორესმა გამაოცა. ვფიქრობ, იგი შთამბეჭდავი ფეხბურთელია.

“ბარსა” “ბილბაოს” ხვალ 23 საათსა და 55 წუთზე უმასპინძლებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 27 თებ 2022, 16:37

    ობამეანგზე და ტრაორეზე ნამდვილად სწორი თქვა, ტრაორეს კი არ აძაგებს რო გული არ გაუტეხოს.

  • kanja
    schedule 26 თებ 2022, 21:56

    ქვა-ქვაზე არ უნდა დარჩეს!..

  • serafime
    schedule 26 თებ 2022, 21:27

    შურისძიების დროა, თავიარუნდა დაზოგონ ❤

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 26 თებ 2022, 20:21

    ხვალ ვიგებთ❤️❤️

  • Shamati_
    schedule 26 თებ 2022, 20:01

    ხავი თუ საიდუმლო არაა ტორესში რამ გაგაკვირვა ? 😀

  • EL MAESTRO 6
    schedule 26 თებ 2022, 19:54

    გენაცვალე ჩავი მჯერა შენი და შენი ბარსასი❤

  • GÍØ
    schedule 26 თებ 2022, 19:48

    უნდა მოვიგოთ