ევროპა ლიგის 1/8-ფინალში ბარსელონას მეტოქე ცნობილია

ევროპა ლიგის 1/8-ფინალში ბარსელონას მეტოქე ცნობილია

გუშინ “ბარსელონამ” ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპი წარმატებით დაასრულა. “ბლაუგრანამ” “ნაპოლი” ორი მატჩის ჯამში 5-3 დაამარცხა და 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა.

ახლახან ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომლის დროსაც “ბარსელონას” მეტოქის ვინაობა ცნობილი გახდა.

წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ “ბარსა” 1/8-ფინალში თურქულ “გალათასარაის” დაუპირისპირდება.

თამაშები 10 და 17 მარტს ჩატარდება. კატალონური გუნდი პირველ მატჩს შინ გამართავს.

სხვა წყვილები ასე გამოიყურება:

  • რეინჯერსი-ცვერნა ზვეზდა
  • ბრაგა-მონაკო
  • პორტუ-ლიონი
  • ატალანტა-ლევერკუზენი
  • სევილია-ვესტ ჰემი
  • ლაიფციგი-სპარტაკი
  • ბეტისი-აინტრახტი
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (21)

  • M10 S9 D11
    schedule 26 თებ 2022, 02:22

    იდეალური ვარიანტი დაჯდა გადავუვლით