ევროპა ლიგის 1/16 ფინალის განმეორებით მატჩში “ბარსელონამ” “ნაპოლი” დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე 4-2 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.
შეხვედრის შემდეგ “ბლაუგრანადან” გოლის ავტორებმა, ჟერარ პიკემა და ჟორდი ალბამ კომენტარები გააკეთეს.
პიკე
ჩვენს საწყისებს დავუბრუნდით, ბურთზე კონტროლი დავამყარეთ. ამის კეთება ცოტა ხნით შევწყვიტეთ. ვინ იყო დამნაშავე? ცოტათი ყველა, მიზანში ვინმეს ამოღება სამართლიანი არაა. არამიზანშეწონილი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.
ევროპაში სტუმრად გამარჯვება რთულია, გუნდს დიდი ხანია, ისე არ უთამაშია, როგორც “ბარსა” უნდა თამაშობდეს. ჩვენ ნელ-ნელა ვბრუნდებით.
“ბაიერნის” [8-2 მარცხის] შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ახლა არის ბაზა, რომელშიც გუნდი თავს თავდაჯერებულად გრძნობს. იანვარში საგრძნობლად გავძლიერდით, ახლა შეტევაში ნამდვილი იარაღები გვაქვს.
ეს ყველაფერი თამაშის მზარდი გაუმჯობესებაა, რაც ზოგჯერ კარგია, ზოგჯერ – ცუდი, მაგრამ ხაზი აღმავალია. დარწმუნებული ვარ, ეს ტენდენცია კარგ პოზიციამდე მიგვიყვანს და ამას ევროპა ლიგაზე ვნახავთ.
გოლი? მე ყოველთვის ვამბობდი, რომ, თავდამსხმელი რომ ვიყო, სეზონში 15-20 გოლს გავიტანდი.
ალბა
“ბარსა” ყოველთვის “ბარსაა”. ეს ჯერჯერობით სეზონის საუკეთესო თამაშია. მეტოქის ნახევარზე ბურთით ბევრ დროს ვატარებდით, მთლიანი პერფორმანსით კმაყოფილები ვართ.
ცოტა ხნის წინ რთული პერიოდი გვედგა.
გაუმჯობესება უნდა განვაგრძოთ, ახლა უნდა გავერთიანდეთ.
ჩვენ დიდებული გოლები გავიტანეთ, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ გატანის შემდეგ შანსებს კიდევ ვქმნიდით. თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, შედეგები აუცილებლად გამოსწორდება.
ყველა ფეხბურთელი ცუდ და კარგ პერიოდს გადის. გასულ რამდენიმე კვირასთან შედარებით, ახლა ფიზიკურად და მენტალურად თავს უკეთ ვგრძნობ.
თუ ასისტების კეთება და გოლების გატანა შემიძლია, უკეთესია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გუნდს ყველანაირად დავეხმარო.
ამ ბებრებს ხალისიც არ ჰქონდათ, იმ კუანა კუმანის დროს. ჩავის დახმარებით, თითქოს მეორე სიცოცხლე გაეხსნათ.
სწორად აღნიშნა პიკემ, გოლების გატანის შემდეგ რომ არ გაჩერდნენ ყველაზე მეტად ეგ მომეწონა.
გოლი? მე ყოველთვის ვამბობდი, რომ, თავდამსხმელი რომ ვიყო, სეზონში 15-20 გოლს გავიტანდი.
მერე მოუყვანონ დროზე შემცვლელი და გადაიყვანონ თავდასხმაში(დაცვაში მაინც ვერ გლიჯავს)
ისე კულიბალი რა ცხოველი ყოფილა ,იქნებ მოიყვანონ პიკეს ეგრევე ამოაგდებს.დ
ჩავის მოსვლის მერეე პრაიმ პიკე გაიჩითა იმენა დდდდდ
ორივე უმაგრეს ფორმაშია
ჩავიმ გამოგაფხიზლათ გქნსაკუთრებით ალბა..
ეს ბებრებიც კარგ ფორმაში არიან, მაგრად მოუმატეს და ძაან საჭირო იყო ეგ