AS-ის ინფორმაციით, მადრიდში ანსუ ფატის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს – ის სანდო ფიზიკურ მწვრთნელთან ვარჯიშობს.
მიუხედავად ამისა, “ბარსელონა” ახალგაზრდა ფეხბურთელის დაჩქარებას არ აპირებს – ის არა “რეალის” (20 მარტს) ან “სევილიას” (3 აპრილს) წინააღმდეგ, არამედ რომელიმე უფრო ნაკლები მნიშვნელობის მატჩში დაბრუნდება.
ფატიმ ბოლოს კოპა დელ რეიზე, “ბილბაოსთან” (2-3) ითამაშა, რის შემდეგაც 3 შეხვედრა (“ალავესი”, “ატლეტიკო”, “ესპანიოლი”) გამოტოვა. 19 წლის შემტევს დაზიანება ბარძაყის მიდამოში აქვს.
ვიღასა აქვს ამის იმედი. ნეტავ ახალ სეზონამდე მოვიდეს ფორმაში.
ტრამვებს ფეხბურთელებს კი არა ჩვენ შეგვიკიკინა უკვე 😁
იმედია დიდი ხნით დაბრუნდება ჩვენი პატარა სამუელ ეტო'ო და გაგვახარებს ბევრი გოლით წარმატებები ფატის
ტიპს უმტიტის მაგალითი წინ ქონდა და შეგნებულად ინგრევს კარიერას, გაეკეთებინა თავიდანვე ის ოპერაცია და დაისვენებდა ან ასეთი მოურჩენელი რა ეტაკა ტოო….რა ტალანტია არადა..
ძალიან კარგი, სატურნირო ცხრილს ეგ ვერ სეცვლის და ლიგაზე როგორმე გავალთ. ჯობს ძალები აღიდგინოს.
ივარჯიშოს და არ დანებდეს, მჯერა მე ამისი შემართების, მთავარია მოედანზე ჭკუი ისწავლოს, თავ მოუფრთხილდეს და მოძლიერდეს კიდეც, ახლანდელი შემტევებიდან ყველას ჯობია და იმედია ძლიერი დაგვიბრუნდება❤❤🔥🔥
კარგად მოძლიერდეს რაა, ამ სეზონს შეეშვას, აი მომავალ სეზონისთვის ფორმაში ბევრად უკეთ იქნება
ცოდოა ეს ბავშვი, მაგრამ იქნებ უკან მოიტოვოს ტრამვები და ფიზიკურად მოძლიერებული დაბრუნდეს;
ასე თუ ისე უკვე აქვს შეტევაში არჩევანი ჩავის და ვნახოთ აბა