workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა მატიას გინტერს მიუბრუნდა

ბარსელონა მატიას გინტერს მიუბრუნდა

მატიას გინტერი ისევ “ბარსელონას” სატრანსფერო სამიზნეა – “ბლაუგრანამ” “მიონხენგლადბახის” ცენტრალური მცველის მიმართ ინტერესი განაახლა. ამ ინფორმაციას გერმანულ Bild-ზე დაყრდნობით Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, “ბარსა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაცვის გაძლიერებას აპირებს. კატალონიური კლუბი უკანახაზის გაძლიერების ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ გინტერის კანდიდატურას განიხილავს.

გადაწყვეტილია, რომ გერმანელი მცველი “მიონხენგლადბახთან” კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და კლუბს ზაფხულში უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. “ბარსა” მის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება, მაგრამ კატალონიელებს ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებიათ. 28 წლის ფეხბურთელით “რომა” და “ბაიერნიც” ინტერესდებიან.

“მიონხენგლადბახთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ვაპირებ. ჩემს კარიერაში ახალი თავი იწყება. გადაწყვეტილება უკვე მივიღე.

– განაცხადა გინტერმა.

“ბარსელონას”, გინტერის გარდა, “ჩელსის” მცველებს, ანდრეას კრისტენსენსა და სესარ ასპილიკუეტას უკავშირებენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • azulgerana
    schedule 17 თებ 2022, 21:35
    #9

    ციტატა: La Pulga10

    ციტატა: azulgerana
    ეს ის ორ მეტრიანი გინტერია არა? კუთხურებზე რა საკვირველია შეუდარებელი იქნება დირკებში რა ხდება ეგაა საკითხავი


    191 ყოფილა არაუხოსა და პიკეზე დაბალია ოდნავ.


    ეს სხვა გინტერი ყოფილა მაშინ.

  • shu1987
    schedule 17 თებ 2022, 20:16
    #8

    რომ ვთქვად რაღაც სასწაული მცველიაო არა ამას კრისტენსენი ბევრად სჯობს…

  • EL MAESTRO 6
    schedule 17 თებ 2022, 19:58
    #7

    ციტატა: totti10

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    ისე ძაან საშინელებაა რა, მთელი ავსტრია და გერმანია ბაიერნის აკადემიაა, თუ ვინმე რამეს გაიფაფხურებს ეგრევე გააქანებენ დორტმუნდში და იქედან ბაიერნში, ან პირდაპირ ბაიერნში, როგორც სერია აში არის, ფიორენტინაში ვინმე გაიფაფხურებს და ეგრევე აღმოჩნდება იუეში, არადა ეზიზღებათ ერთმანეთი, არამარტო ვლაჰოვიჩი და კიეზა, კიდევ ბევრი ფეხბურთელი😒

    ხოდა ახლა წარმოიდგინე ჰალანდიზე რა იქნება :დ ჯერ ბაიერნს შეუტახმდებიან დააკვირდებიან რამე და თუ გადაწყვეტს ბაიერნი რომ სხვაგან გაუშვან რადგან არ აქვთ მაგის ხელფასის ფული მერე წავა ამგაზე ომი :დ და თუ პატივცემული ჰიონესი გაიმეტებს ფულს იყიდის უმარტივბესად ბაიერნი :დ


    ხო მაგრამ ბეიერნისგან მე არ მახსოვს ეგეთი სიძვირის ტრანსფერი, 75 მილიონს მაგენი არ გადაიხდიან, და ჯერ კიდევ ჰყავთ ლევანდოვსკი რომელიც არ ბერდება, თან მიულერმა ისეთი რამე თქვა ჰოლანდზე არამგონია ბაიერნს დიდად უნდოდეს ჰოლანდი, ასე რომ სხვა გუნდები არიან ასპარეზზე

  • EL MAESTRO 6
    schedule 17 თებ 2022, 18:03
    #6

    ისე ძაან საშინელებაა რა, მთელი ავსტრია და გერმანია ბაიერნის აკადემიაა, თუ ვინმე რამეს გაიფაფხურებს ეგრევე გააქანებენ დორტმუნდში და იქედან ბაიერნში, ან პირდაპირ ბაიერნში, როგორც სერია აში არის, ფიორენტინაში ვინმე გაიფაფხურებს და ეგრევე აღმოჩნდება იუეში, არადა ეზიზღებათ ერთმანეთი, არამარტო ვლაჰოვიჩი და კიეზა, კიდევ ბევრი ფეხბურთელი😒

  • Bakero
    schedule 17 თებ 2022, 16:07
    #5

    ციტატა: nika 54
    აბა ბაიერნიც თუ ინტერსდება ჩვენთან ვინ გამოუშვებს.


    ჰო ეგ სერიოზული პრობლემაა (ბაიერნი) ეს მირჩევნია კრისტენსენს

  • nika 54
    schedule 17 თებ 2022, 16:03
    #4

    აბა ბაიერნიც თუ ინტერსდება ჩვენთან ვინ გამოუშვებს.

  • La Pulga10
    schedule 17 თებ 2022, 15:35
    #3

    ციტატა: azulgerana
    ეს ის ორ მეტრიანი გინტერია არა? კუთხურებზე რა საკვირველია შეუდარებელი იქნება დირკებში რა ხდება ეგაა საკითხავი


    191 ყოფილა არაუხოსა და პიკეზე დაბალია ოდნავ.

  • azulgerana
    schedule 17 თებ 2022, 15:08
    #2

    ეს ის ორ მეტრიანი გინტერია არა? კუთხურებზე რა საკვირველია შეუდარებელი იქნება დირკებში რა ხდება ეგაა საკითხავი

  • La Pulga10
    schedule 17 თებ 2022, 14:54
    #1

    პოზიციურად,როგორ თამაშობს ნეტა?ასაკი კარგი აქვს.