მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუბისარეტა:” მაქსიმალური პატივისცემა ყველა მოწინააღმდეგეს”

სუბისარეტა:” მაქსიმალური პატივისცემა ყველა მოწინააღმდეგეს”

კატალონიური “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, ანოდნი სუბისარეტამ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჯერ კიდევ არაფერია გადაწყვეტილი.

 

ანდონიმ მოითხოვა მაქსიმალური პატივისცემა ყველა იმ მოწინააღმდეგის მიმართ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ბარსელონას” დაუპირისპირდება.

 

სუბიმ საუბარი ძველი ნაცნობით, “მილანით” დაიწყო: ” ყოველთვის აუცილებელია იბრძოლო ძლიერ გუნდებთან. ასეთია “მილანიც”. როსონერი ჩვენი ძველი ნაცნობია, რომელთანაც დიდი ისტორია გვაკავშირებს. ეს მატჩები ნიშნავს იმას, რომ იბრაჰიმოვიჩი “კამპ ნოუზე” ბრუნდება. ყველა მატჩს თავისი ისტორია აქვს.”

 

რაც შეეხება დარჩენილ ორ მოწინააღმდეგეს, “ბატეს” და “ვიქტორია პლზენს”, ანდონიმ მათ პატივისცემა გამოუცხადა: ” არავინ იცის როდის გაიბრწყინებენ ევროპული გუნდები, რომლებიც ჩრდილში არიან. არცერთი გუნდი გამრჯვებას არ გვაჩუქებს, ამიტომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლებთ.”

 

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს: ” რა თქმა უნდა, ეს დიდი მატჩი იქნება. “ბარსელონა” და “პორტო” წინა სეზონში ევროპის საუკეთესო კლუბები გახდნენ. ეს რთული იქნება, მაგრამ გვინდა თასით ავრბუნდეთ. ეს ორი გუნდი შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს.” – დაასრულა სუბისარეტამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში