მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალეგრი: “დაპირისპირება “ბარსელონასთან” შესანიშნავია”

ალეგრი: “დაპირისპირება “ბარსელონასთან” შესანიშნავია”

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა შეაფასა, რის შედეგადაც მისი გუნდის ერთ–ერთი მეტოქე “ბარსელონა” იქნება.

“ჩვენ ყველაზე რთული მეტოქე გვერგო, მაგრამ ჯგუფში კიდევ ორი გუნდია, რომლებთანაც შეხვედრებში მშვიდად ყოფნის საშუალება გვექნება. დაპირისპირება “ბარსელონასთან” შესანიშნავი რამაა. ამ მატჩისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ და საუკეთესო ფორმაში უნდა ვიყოთ. ვფიქრობ, რომ ასეთ გუნდთან თამაშისთვის არავითარი დამატებითი მოტივაცია არ დაგვჭირდება” – განაცხადა ალეგრიმ “მილანის” ოფიციალურ საიტთან საუბრისას.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში