
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რაიმონ დომენეკმა განაცხადა, რომ ტიერი ანრი და ვილიამ გალასი აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას დღეს გასამართ ამხანაგურ მატჩში კოსტა–რიკას წინააღმდეგ.
“გალასის ტრავმა კვლავ პრობლემად რჩება. წინა კვირაში მე ძალიან პესიმისტურად ვიყავი განწყობილი მის გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით, არც ახლა ვარ ოპტიმისტურად, მაგრამ ცილიამი ნელ–ნელა უფრო და უფრო უკეთ გრძნობს თავს და იგი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას კოსტა–რიკას წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში. რაც შეეხება ანრის, მან უნდა დაიჭიროს თამაშის რიტმი, უფრო აქტიურად უნდა იმოძრაოს და ირბინოს, მითუმეტეს, რომ იგი ფიზიკურად თავს ძალიან კარგად გრძნობს. საფრანგეთის ნაკრებს არ ჰყავს უსაქმური ფეხბურთელები. ჩვენ ახლა უფრო მძიმე დატვირთვით ვვარჯიშობთ, ვიდრე 2006 წელს.” ციტირებს დომენეკის სიტყვებს AP.