workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსა CVC-სთან შეთანხმებაზე მუშაობს

ბარსა CVC-სთან შეთანხმებაზე მუშაობს

“ბარსელონას” CVC კომპანიასთან შეთანხმების მიღწევის თაობაზე იმედი ჯერ არ გადაუწურავს. Goal-ის ინფორმაციით, კლუბში დარწმუნებულნი არიან, რომ ახალი ხელშეკრულების პირობები მათთვის ხელსაყრელი იქნება.

როგორც ცნობილია, “ბარსას” CVC-საგან 250 მილიონი ევროს მიღება პირდაპირ სურს და არა სესხის სახით. მოგეხსენებათ, “ბლაუგრანას” ისედაც 1.350-მილიონიანი ვალი აქვს.

ამას გარდა, კლუბს არც ლა ლიგის მიერ შემუშავებული შეზღუდვები მოსწონს, რომელიც მიღებული თანხის 15%-ის ტრანსფერებში, 15%-ის ვალის დასაფარად, ხოლო 70%-ის გამოყენებას ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად გულისხმობს. ამის მიზეზი ისაა, რომ “ბარსას” Espai Barca-ს პროექტი უკვე ჩაშვებული აქვს და იმ თანხის გამოყენება სხვა მნიშვნელოვან ასპექტებში სურს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 11 თებ 2022, 17:34
    #2

    მესის გაშვებამდე ეფიქრათ ამათთან შეთანხმებაზე, ეხლა კაი დროსია, მითუმეტეს არაფერსაც არ გვაძლევენ უბრალოდ სესხს გვთავაზობენ და ამაში ჩვენი ძირითადი შემოსავალი ტრანსლიაციების უფლება უნდათ. და თუ გაინაღდეს დარწმუნებული იყავით ძალიან გაგვიძვირდება ბარსას ყურება, მე მგონი უფასო არხებზე ვეღარც ვუყურებთ.

  • azulgerana
    schedule 11 თებ 2022, 12:28
    #1

    ვალი ნაღდად აღარ უნდა აიღონ