ცოტა ხნის წინ, “ბარსელონა” აწ უკვე ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ფერან რევერტერმა დაკავებული თანამდებობა დატოვა.
ადრია სოლდევილას ინფორმაციით, რევერტერი და ჟოან ლაპორტა ერთამენთს რამდენიმე საკითხში ეწინააღმდეგებოდნენ. ესენია:
- ფერან ტორესის ტრანსფერი (ლაპორტას გუნდის გაძლიერება სურდა, რევერტერი კი მის მოყვანას აუცილებლად არ მიიჩნევდა);
- CVC-ს შეთანხმება, რომელმაც ლეო მესის წასვლა განაპირობა. ლაპორტა, უკეთესი პირობების შემთხვევაში, მას დაეთანხმებოდა;
- კლუბის მოდელი.
გარდა ამისა, Mundo Deportivo-ს თანახმად, რევერტერს “ბარსას” 49%-ის გაყიდვის იდეა ხიბლავდა, 20-30% კი კვლავ გულშემატკივრების საკუთრებაში იქნებოდა, მაგრამ ლაპორტა ამ აზრს ეწინააღმდეგებოდა.
კატალონიის რადიოს ცნობით, რევერტერი, თავისი შემცვლელის პოვნამდე, თანამდებობაზე დარჩება.
სულ ყველაფერში ლაპორტას წინააღმდეგ ყოფილა და ვინ გააჩერებდა.
ტორესის მაგივრად ვინ უნდოდა არ წერია, cvc დათანხმდებოდა თუ არა, არც ესაა გარკვეული, რომელ მოდელზეა საუბარი არც ეს ვიცით. მოკლედ სრული გაურკვევლობა, აბსურდი.
აჰა, ძაანაც კარგი თუ წავიდა, ჯერ ერთჯ ტორესი ნიჭიერი ბიჭია და ცრუ ცხრიანი გუნდში საჭიროა, მერე მეორეც cvc ისეთ რაღაცეებს ითხოვდა რაც მიუღებელი იყო და მერე მესამეც ბოლო საერთოდ დიდი სისულელე იყო, ასე რიმ მოშორდეს აქედან
ბართომეუს ჩანერგილია
გააცვას ერთი ამისიც