მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალის მოგონებები მონაკოზე

აბიდალის მოგონებები მონაკოზე

ალბათ ყველამ იცის, რომ ერიკ აბიდალის პროფესიონალური კარიერა ქალაქ მონაკოს სახელობის გუნდში დაიწყო. იმ ქალაქში, სადაც დღეს “ბარსელონა” სუპერ თასის მოგებას შეეცდება.

 

2000 წელს აბიდალმა პირველად მოაწერა პროფესიონალურ კონტრაქტს ხელი: “ეს კონტრაქტი, ეს ტრანსფერი უდიდესი ნაბიჯი იყო წინ ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში. მე ვცხოვრობდი წყნარ უბანში და ვთამაშობდი ჩემი სიამოვნებისთვის. როდესაც მონტე კარლოში მიდიხარ, პირველ შთაბეჭდილებას ულამაზესი მანქანებისგან და სასტუმროებისგან იღებ. იქ არის პრინცი, სამეფო ოჯახი, უამრავი წვეულება და ა.შ.”

 

“შეიძლება თავის ქებად გამომივიდეს, მაგრამ გუნდში მხოლოდ მე ვიყავი, რომელიც ბევრს მუშაობდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ბევრი ვარჯიშით მივაღწევდი საწადელს. ამას იმიტომ არ ვაკეთებდი, რომ ფული მომწონდა. ბრჭყვიალა საგნები არასდროს მომწონდა.”

 

“ძალიან ბევრი მქონდა სასწავლი. პირველად შევხვდი პროფესიონალ მწვრთნელს, რომელიც მხოლოდ გუნდზე და კიდევ ერთხელ გუნდზე ფიქრობდა. ასევე იყვნენ ადამიანები, რომლებიც გეხმარებოდნენ, რომ ყურადღება მხოლოდ ფეხბურთზე გადაგეტანა. გეხმარებიან, რომ გაიკეთო წარმატებული კარიერა და გახდე უკეთესი ფეხბურთელი ვიდრე ხარ.”

 

“ასევე იყო განსხვავებული ტაქტიკები და სათამაშო სტილი. ფიზიკური ვარჯიშების შესწავლა თავიდან მომიხდა. გუნდში ყველა თავის საქმეს აკეთებდა.”

 

“ბევრი ფეხბურთელი, როდესაც ფულს იშოვის, ძვირიან მანქანებს ყიდულობს და კაზინოში ხარჯავს. ადამიანი თვითონ ირჩევს ცხოვრების გზასა და პრინციპებს. მე იაფფასიან რესტორანში დავდიოდი და არა იმიტომ, რომ ფული არ მქონდა. ჩემი სახლი იმ სტადიონთან იყო ახლოს, სადაც ახლა უნდა ვითამაშოთ. სავარჯიშოდ კი ყოველთვის ფეხით დავდიოდი.”

 

 

ის დაბრუნდა. არა სახლში, მაგრამ იქ, საიდანაც დაიწყო. როგორც არ უნდა იყოს, აბიდალი, როგორც ფეხბურთელი სწორედ “მონაკოში” განვითარდა. მან მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ახლა სუპერ თასის მოგებას შეეცდება. მაშინ, როდესაც “ბარსელონამ” ამავე ტურნირზე დონეცკის “შახტარი” დაამარცხა, ერიკმა თქვა: ” აქ არ არის საუბარი დაბრუნებაზე. აქ საუბარია “ბარსელონას” გამარჯვებაზე, რომლისთვისაც უნდა იბრძოლო. ყოველთვის.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში