workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი არაუხოსა და გავის გუნდის პროექტის უმნიშვნელოვანეს წევრებად მიიჩნევს, რობერტოს – არა

ჩავი არაუხოსა და გავის გუნდის პროექტის უმნიშვნელოვანეს წევრებად მიიჩნევს, რობერტოს – არა

ხავი მიგელის ინფორმაციით, ჩავი ერნანდესი რონალდ არაუხოსა და გავის გუნდის პროექტის უმნიშვნელოვანეს წევრებად მიიჩნევს. 

რაც შეეხება რობერტოს – სერჟი მწვრთნელის გეგმებში შედის, მაგრამ ჩავი მას როტაციის ფეხბურთელად განიხილავს, რომელიც მე-16 ან მე-17 არჩევანი იქნება.

წყაროს ცნობით, მისი როლის ცვლილება მოთამაშის ხელფასზე საგრძნობლად იმოქმედებს. 

ჯერჯერობით უცნობია, გაახანგრძლივებს თუ არა კონტრაქტს რობერტო. გავრცელებული ცნობების თანახმად, მისი გარემოცვა პესიმისტურადაა განწყობილი, ვინაიდან, კლუბის მხრიდან შესაფერის მონდომებას ვერ ხედავს.

მატეო მორეტოს თქმით, ახალი ხელშეკრულების გაფორმება სერჟის ტრავმამ შეაფერხა. ამ მომენტისთვის მხარეებს შორის არანაირი შეხვედრა არაა დაგეგმილი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 10 თებ 2022, 15:18

    როგორ არ გაახანგრძლივებს, აბა რას იზავს უმუშევარი დარჩება? იქნებ პსჟ-ში უნდა გადასვლა. ამის 50%-იანი ხელფასის შემცირება სულაც არ იქნება კატასტროფა მისთვის.

  • EL MAESTRO 6
    schedule 09 თებ 2022, 23:02

    რათ უნდა მაგას გამოცნობა რომ რობერტო არ სჭირდება, მემგონი იმ ერთი პსჟსთან გატანილი გოლის გამო ათრევენ ამდენი ხანი, გავის და არაუხოს შემდეგ კი ნიკოს კონტრაქტს მიხედონ