workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ადამა ტრაორე | MY TOP 4

ადამა ტრაორე | MY TOP 4

“ბარსელონას” ახალწვეული, ადამა ტრაორე კატალონიური გრანდის YouTube არხის რუბრიკაში – MY TOP 4 – თითოეულ პოზიციაზე თავის ფავორიტ მოთამაშეს ასახელებს:

მეკარე – ვიქტორ ვალდესი

კარში ვიქტორს ვირჩევ, რადგან “ბარსაში”, ისევე, როგორც ინგლისში, მასთან გასახდელი ოთახი გავიზიარე. ვფიქრობ, ის დიდებული მეკარეა. 

მცველი – კარლეს პუიოლი

დაცვაში პუიოლს დავაყენებ, რადგან ის ნამდვილი სიმბოლო და კაპიტანია. როცა პირველ გუნდში დამაწინაურეს, კარლესმა ბევრი რჩევა მომცა. ის ბრწყინვალე მცველი იყო, რასაც კარგად ვხედავდი.

ნახევარმცველი – ჩავი ერნანდესი

შუახაზში ჩავის ავირჩევ. მასთან მივარჯიშია და პირველ გუნდში გადმოსვლისას რჩევებს მაძლევდა, რადგან მსგავსი სიტუაცია მასაც გამოუვლია.

თავდამსხმელი – რონალდინიო

როცა გაუჩო “ბლაუგრანაში” გადმოვიდა, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. ის მაგია და სიამოვნება, რაც მან “ბარსელონას” მოუტანა, გასაოცარი იყო. ყოველი სავარჯიშო სესია ან მატჩი, რომელსაც ვუყურებდი, სიამოვნებას მანიჭებდა. რონალდინიომ უამრავ ადამიანს ფეხბურთი შეაყვარა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • EL MAESTRO 6
    schedule 09 თებ 2022, 18:32
    #4

    ძაან კარგი ტიპია, ფაქტიურად დემბეკეს მოეთხედ ფასად ვითრიეთ დემბეკეზე ყველაფრით უკეთესი ფეხბურთელი, რომელსაც დაბალი ხელფასი აქვს, აუცილებდა უნდა გამოისყიდონ 30 მილიონად, ან ტრინკაო დაუტოვონ იმათ და ეს აქ დატოვონ, ამას მარჯვენა მცველად თამაშიც შეეძლება დარწმუნებული ვარ

  • gaucho-gaucho
    schedule 09 თებ 2022, 18:03
    #3

    აქვს ბიჭს გემოვნება 😍😍😍😍 გაუჩო იყო მართლა სასწაული ❤️ ცეკვავდა სტადიონზე ❤️

  • La Pulga10
    schedule 09 თებ 2022, 17:17
    #2

    ამან დარტყმა ისწავლოს და კაი პასი დალშე ტექნიკა და სოსწრაფე აქვს.

  • nika 54
    schedule 09 თებ 2022, 16:48
    #1

    გასაგებია, კულეა.