RAC1-ის ინფორმაციით, Spotify-სთან გარიგების დადების შემდეგ, “ბარსელონას” საშინაო არენას “Spotify კამპ ნოუ” დაერქმევა.
შვედური კომპანია “კამპ ნოუს” სახელზე უფლებას რეკონსტრუქციის დაწყების შემდეგ მიიღებს. სავარაუდოდ, “ბლაუგრანას” საშინაო მატჩების ჩატარება, მინიმუმ, ერთი სეზონის განმავლობაში სხვა სტადიონზე მოუწევს. ვინაიდან ამ პერიოდში “კამპ ნოუ” ყურადღების ცენტრში არ იქნება, Spotify არენის სახელში 5 მილიონ ევროს გადაიხდის, რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ კი შვედებს სახელზე უფლების ქონის გახანგრძლივების ოფცია ექნებათ, რა თქმა უნდა, გაზრდილი საფასურის სანაცვლოდ.
ასევე, Spotify-ს წარწერა “ბარსელონას” მამაკაცთა და ქალთა საფეხბურთო გუნდის მაისურების წინა მხარეს და სავარჯიშო ფორმის უკანა მხარეს გამოჩნდება.
სტატია წაკითხული მაქ მაგრამ მაინც მიმაჩნია რომ ცოტაა, კამპ ნოუ ბარსას სტადიონია უკვე ძალიან დიდი ხნიდან და ძალიან iconic place არის, მანდ არ ითამაშებენ მაგრამ მაგათ სახელში რომ კომპანიის სახელიც იქნება გარეული მემგონი 5 ზე მეტი უნდა ღირდეს, აი რომ დამთავრდება კამპ ნოუს განახლება , მაშინ 40 ან 50 უნდა გადაიხადონ თუ უნდათ, ეს ჩემი აზრია და რაც გინდათ ის თქვით
5 მილიონი ძალიან დიდი თანხაა,ძალიან. ამ თანხათ 5 ტრაილერი ანდალუსიური სემიჩკის-მზესუმზირის ყიდვა შეიძლება.
ეტყობა 5 მილიონი თითო სოფელზეა გათვლილი.
5 მილიონს ფაქტიურად არაფერში იღებენ. რეკონსტრუქციის პერიოდში მაინც არ ჩატარდება თამაშები სტადიონზე. ლაპორტას ასწავლეთ ახლა ბიზნესი 😁 ხანდახან სტატიაც წაიკითხეთ მარტო სათაურებს რო კითხულობთ 😁
სტატია წაიკითხე მაინც? :დ
Giovanni,
მარტო სათაურს კითხულობენ დდ
5 ძაან ცოტაა და თან ასეთ მნიშვნელოვან რამეზე, 20 მინიმუმ უნდა იყოს
იდეალურია,,ბეის ვარიანტია😄