workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დანი ალვესმა ხრისტო სტოიჩკოვის შედეგი გაიმეორა

დანი ალვესმა ხრისტო სტოიჩკოვის შედეგი გაიმეორა

გუშინ “ატლეტიკომ” “ბარსელონასთან” პირწმინდად წააგო -კატალონიელებმა მეტოქეს 4 გოლი გაუტანეს, თავად კი მხოლოდ 2 მიიღეს.

“ბარსას” მხრიდან გოლები ჟორდი ალბამ, გავიმ, რონალდ არაუხომ და დანი ალვესმა გაიტანეს, რის წყალობითაც “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” უმნიშვნელოვანესი მატჩი 4-2 მოიგეს და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლეს.

მადრიდელთა კარის აღების შემდეგ, 69-ე წუთზე დანი ალვესი მოედნიდან გააძევეს და 2004-05 წლების სეზონიდან მოყოლებული, პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ შეხვედრაში გოლი გაიტანა, ასისტი მიითვალა და წითელი ბარათი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ “ბლაუგრანას” ბოლო მოთამაშე, რომელმაც ერთ მატჩში გოლი გაიტანა, საგოლე პასი გააკეთა და წითელი ბარათი მიიღო, ხრისტო სტოიჩკოვია, რომელმაც ეს ასევე “ატლეტიკოს” წინააღმდეგ, 5-3 მოგებულ შეხვედრაში მოახერხა. 1994 წელს გამართულ დაპირისპირებაში ბულგარელმა ლეგენდამ თავი დუბლით გამოიჩინა, რომარიომ კი ჰეთ-თრიქი შეასრულა.

გაძევების მიუხედავად, დანიმ, რომელიც 38 წლისა და 276 დღის ასაკში “ბარსელონას” ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი გამტანი გახდა, ბრწყინვალე პერფორმანსი შემოგვთავაზა, ისევე, როგორც მთლიანად გუნდმა და, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გულშემატკივრებმა კლუბის თამაშით ძალიან ისიამოვნეს.

ეს ყველაფერი კი ჩავის დამსახურებაა, რომელმაც გუნდი სწორ გზაზე დააყენა და ალვესის დაბრუნებაც მისი მოთხოვნა იყო – Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ერნანდესი კლუბის ხელმძღვანელობას მუდამ ეუბნებოდა, რომ ბრაზილიელი უნდა დაბრუნებულიყო, ვინაიდან, იცოდა, რომ ის “ბარსას” ბევრ რამეს შემატებდა.

ამავე წყაროს ცნობით, ვეტერანი მარჯვენა მცველი 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება- მსგავსი დარღვევისთვის, როგორც წესი, მოთამაშე 1 შეხვედრას ტოვებს.

ყველაზე უარეს შემთხვევაში, დანიმ, შესაძლოა, თამაში 2 მატჩში ვერ შეძლოს, რადგან, მსაჯის განცხადებაში ნახსენებია, რომ ბრაზილიელს იანიკ ფერეირა კარასკოსთან ორთაბრძოლის დროს ბურთზე თამაშის შანსი არ ჰქონდა, ვინაიდან, ტყავის სფერო საკმაოდ შორს იყო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 08 თებ 2022, 15:39

    " ვეტერანი მარჯვენა მცველი 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება- მსგავსი დარღვევისთვის, როგორც წესი, მოთამაშე 1 შეხვედრას ტოვებს.
    ყველაზე უარეს შემთხვევაში, დანიმ, შესაძლოა, თამაში 2 მატჩში ვერ შეძლოს"

    ან შეიძლება სამიც გამოტოვოს, თუ მსაჯს გასახდელში შეაგინებდა. ეს ჩემი ვარიანტია. bowtie