MD: შესაძლოა Sporify-სთან შეთანხმება ამ კვირაში დადასტურდეს

MD: შესაძლოა Sporify-სთან შეთანხმება ამ კვირაში დადასტურდეს

“ბარსელონა” და Spotify სპონსორობის თაობაზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

Mundo Deportivo წერს, რომ მხარეები შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან და გარიგების დადება, შესაძლოა, ამ კვირაში გაოფიციალურდეს. შვედური კომპანია მზადაა, რომ “ბლაუგრანას” მთავარი სპონსორი გახდეს. Spotify-ს წარწერა პირველი გუნდის მაისურზე, სავარჯიშო ფორმის უკანა მხარესა და ქალთა გუნდის მაისურზე გამოჩნდება. ასევე, მოლაპარაკებები “კამპ ნოუს” სახელის უფლებებზეც მიმდინარეობს.

გუშინ, “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” შეხვედრას Spotify-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრები დაესწრნენ. სტუმრებს “ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტი (მარკეტინგის განხრით), ჟული გიუ მასპინძლობდა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (2)

  • nika 54
    07 თებ 2022, 16:03

    კაია ატლეტიკოსთან თამაშზე რო იყვნენ, თავისი თვალით ნახეს რამხელა პოტენციალი აქვთ გუნდს. და ეს 4-5 პენსიონერის და ამდენივე 17-18 წლის ბავშვების ხელში. ის რო ტრანსფერები გვინდა ტოპ ფებურთელებზე ეცოდინებათ ალბათ უკვე.

  • EL MAESTRO 6
    07 თებ 2022, 15:55

    ძალიან კარგი, სახელზიც შეცვალონ და 100 მილიონი უკვე სხვა ამბავი იქნება, ზაფხულისთვის იმ უვარგისებსაც თუ გამოისყიდიან იმდენი ფული იქნება ჰოლანდსაც , გაიასაც და ერთ კაი ტოპ მცველსაც ეყოფა, აზპილიკუეტას თუ არ გამოუვებენ და თუ გაახანგძლივა ეგეც არაა პრობლემა , მაზრაუი კაი ვარიანტი იქნება, თან აიაქსს ტოვებს და თავისუფალი აგენტია ზაფხულში