მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ატლეტიკოსთან მატჩის მსაჯი ცნობილია

ატლეტიკოსთან მატჩის მსაჯი ცნობილია

ახლახან ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლა ლიგის 23-ე ტურში გასამართი შეხვედრების მსაჯები დაასახელა და ცნობილი გახდა “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” თამაშის მსაჯის ვინაობაც.

“ატლეტიკოსთან” მატჩს 37 წლის არბიტრი ხესუს ხილ მანსანო განსჯის, რომელსაც VAR-ის ოთახიდან იგნასიო იგლესიას ვილიანუევა დაეხმარება.

მანსანოს ლა ლიგაში მონაწილეობა 186 შეხვედრაში მიუღია. იგი თამაშში საშუალოდ 5.56 ყვითელ და 0.25 წითელ ბარათს აჩვენებს და 0.43 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს.

დონ ბენიტოელი მსაჯი “ბარსასთვის” არცთუ ისე სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება. ეს ის არბიტრია, რომელმაც ესპანეთის სუპერ თასის ფინალში “ბილბაოს” წინააღმდეგ მოედნიდან ლიონელ მესი გააძევა.

მანსანოს “ბლაუგრანას” თამაშებში 29-ჯერ უმსაჯია. აქედან კატალონიელებმა 17 მოიგეს (59%), 6 წააგეს (21%) და 6 ფრედ დაასრულეს (20%). მან “ბლაუგრანას” 68 ყვითელი და 7 წითელი ბარათი უჩვენა.

“ატლეტიკოს” მანსანოს მონაწილეობით 26 თამაში ჩაუტარებია, რომელთაგან “როხიბლანკომ” 14 მოიგო (54%), 6 წააგო (23%) და 6 ფრედ დაასრულა (23%). ხესუსს მადრიდელებისთვის 78 ყვითელი და 5 წითელი ბარათი აქვს ნაჩვენები.

“ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” დაპირისპირება კვირას თბილისის დროით 19 საათსა და 15 წუთზე გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 03 თებ 2022, 17:40

    ეს მაგარი თარსია, სულ ცდილობს მოედანზე თვითონ იყოს პარადის წამყვანი.

  • La Pulga10
    schedule 03 თებ 2022, 17:16

    ეს შლანგი ხო ვერ მოვიშორეთ.დიდ მატჩების სულ ეს გვხვდება მე ამისი.

  • me da barca
    schedule 03 თებ 2022, 16:00

    ბარსას 7 წითელი და ატლეს 5???
    არადა ნაჯახები არიან