“ბარსელონამ” გუნდის ახალწვეული, ადამა ტრაორე წარადგინა.
26 წლის გარემარბის პრეზენტაცია დახურულ კარს მიღმა გარიმართა.
Our new number 1️⃣1️⃣ pic.twitter.com/ddjRqRbOOC
— FC Barcelona (@FCBarcelona) February 2, 2022
ამ წუთებში ფეხბურთელისა და კლუბის ხელმძღვანელთა პრესკონფერენცია მიმდინარეობს.
ჟოან ლაპორტა:
შენ სახლში მოხვედი, რადგან აქ დაიბადე და განათლება აქ მიიღე. დღეს შენ “ბარსაში” დაბრუნდი და ჩვენ ბედნიერები ვართ.
შენ აქ დასაბრუნებლად ძალისხმევა გაიღე და კლუბი ამისთვის მადლიერია.
შენს პირველ მატჩს 11-ნომრიანი მაისურით მოუთმენლად ველით. შენი თამაშით, შენი ძალითა და სისწრაფით დიდ სიამოვნებას მივიღებთ. ვიმედოვნებ, ბევრ გოლს გაიტან.
ადამა ტრაორე:
ჟოან ლაპორტა:
ჟორდი კრუიფი:
ჟოან ლაპორტა:
ჟორდი კრუიფი:
ჟოან ლაპორტა:
ჟორდი კრუიფი:
ევროპა ლიგის განაცხადი? ძალიან რთული სიტუაციაა, რადგან ფეხბურთელები კონკურენტუნარიანები არიან და ეს მწვრთნელისთვის თავის ტკივილს წარმოადგენს.
მნიშვნელოვანია, რომ სანამ გადაწყვეტილებას ოფიციალურად გამოვაცხადებთ, მწვრთნელმა ამის შესახებ ფეხბურთელებს აცნობოს. ფეხბურთელებთან საუბარს დაველოდებით და განაცხადს შემდეგ გამოვაქვეყნებთ. ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, მოთამაშეებს გული დასწყვიტოს, თუმცა ეს ფეხბურთია.
ჟოან ლაპორტა:
ფეხბურთელმა, რომელსაც “ბარსელონასთან” კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს, იცის, ასე რატომ იქცევა, თუმცა ამას შედეგები მოჰყვება. ჩვენ ადამას მსგავსი ერთგული მოთამაშეები გვჭირდება.
ჩვენი შეთავაზება ძალიან კარგი იყო.
შეთავაზების ვადა 20 დეკემბერს ამოიწურა. თუ ისინი საუბარს მოისურვებდნენ, სიტუაცია განსხვავებული იქნებოდა. დემბელეს შემთხვევა ილაიშ მორიბას შემთხვევის მსგავსია, თუმცა ამ უკანასკნელმა საბოლოოდ გამოსავალი მოძებნა, უსმანი ამას არ აკეთებს.
ადამა ტრაორე:
ჟოან ლაპორტა:
რით განსხვავდება დემბელეს სიტუაცია მბაპესა და ჰოლანდის შემთხვევებისგან? დიახ, მართალია რომ ამ მოთამაშეების კონტრაქტები მალე იწურება. უსმანმა ბევრი ტრავმა მიიღო და “ბარსელონამ” მასში ბევრი ფული დაკარგა.
ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, ამ ტრავმების გვესმის და ვცდილობთ, მასზე ვიზრუნოთ.
ჩემი მოსვლის დღიდან, მასზე ზრუნვას ყველანაირად ვცდილობდი, იგივე ითქმის მწვრთნელებზეც. მისი ტალანტი კარგად ვიცით, თუმცა ამისგან სარგებელი არ მიგვიღია. ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით, რომ გახანგრძლივების შემთხვევაში, ეს შესაძლებელი იქნებოდა.
ადამა ტრაორე:
ჟოან ლაპორტა:
ჟორდი კრუიფი:
ადამა ტრაორე:
ჟოან ლაპორტა:
ჩემი განცხადება დემბელეზე, რომ ის მბაპეზე უკეთესია? ამას არ ვნანობ. ვფიქრობ, ჩვენ დამაკმაყოფილებელი შეთავაზება გავუკეთეთ, ჩვენი მიზანი უსმანის საუკეთესო ვერსიის მიღება იყო.
ჩემთვის მისი ტალანტი მსოფლიოში საუკეთესოა და კონტრაქტის გახანგრძლივებაც სწორედ ამიტომ გვსურდა.




მაგრად მაინტერესებს ახალწვეულები რას იზავენ, აი ატლეტიკოს თუ მოვუგებთ ჩათვალეთ ოთხეულში ვართ.
კრუიფიც, რომ რაღაცას იბრალებს. რისთვისაა გუნდში ალბათ თვითონაც არ იცის, მაგრამ იოჰანის შვილია.
ძაან მაინტერესებს ახალწვეულების თამაში.. ვფიქრობ ძაან მოინდომებენ და გაამართლებენ კიდევაც