workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვულვზი თუ ტრინკაუს არ გამოისყიდის, ბარსას 6 მილიონს გადაუხდის

ვულვზი თუ ტრინკაუს არ გამოისყიდის, ბარსას 6 მილიონს გადაუხდის

“ვულვერჰემპტონს”, შესაძლოა, “ბარსელონასთვის” ჯარიმის სახით 6 მილიონი ევროს გადახდა მოუწიოს. ამ ინფორმაციას ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი ჟერარ რომერო ავრცელებს

რომეროს ცნობით, თუ “ვულვზი” სეზონის ბოლოს, იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ ფრანსიშკუ ტრინკაუს 30 მილიონად არ გამოისყიდის, “მგლები” “ბარსას” 6 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმას გადაუხდიან. “ბლაუგრანა” მიიჩნევს, რომ ინგლისური კლუბი 22 წლის გარემარბს არ გამოისყიდის.

იგივე წყარო იტყობინება, რომ “ბარსელონას” ადამა ტრაორეს 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლება, მაგრამ, თუ კატალონიელები ამ ულფებას არ გამოიყენებენ, მათ ჯარიმა არ დაეკისრებათ.

ცნობისთვის, “ვულვერჰემპტონმა” ტრინკაუ “ბარსადან” იჯარით გასულ ზაფხულში აიყვანა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 30 იან 2022, 17:08
    #6

    6 მილიონიც ფულია ამ დაქცეული ბარსასთვის.

  • torniket
    schedule 29 იან 2022, 19:35
    #5

    ციტატა: shu1987
    ჩემი აზრით დამამ თუ გაამართლა და მჯერა გაამართლებს გაცვლიან და ეგააა..

    კი ბატონო მეც მაგას ვფიქრობ

  • .Gladiator.
    schedule 29 იან 2022, 17:58
    #4

    ესეც კაი პიტალო აღმოჩნდა

  • shu1987
    schedule 29 იან 2022, 17:54
    #3

    ჩემი აზრით დამამ თუ გაამართლა და მჯერა გაამართლებს გაცვლიან და ეგააა..

  • EL MAESTRO 6
    schedule 29 იან 2022, 17:46
    #2

    გამოისყიდონ და ფული მოგვცენ ერთი რა, ტრინკაოც იყოს ახლა დიდი ტალანტი

  • Maradona
    schedule 29 იან 2022, 17:27
    #1

    საბოლოოდ ორივე გამოისყიის და გამოვა ბარტერი.