მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა”–”პორტოს” მსაჯი ცნობილია

“ბარსელონა”–”პორტოს” მსაჯი ცნობილია

ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონასა” და “პორტოს” შეხვედრას გერმანელი არბიტრი ბიორნ კუპერსი განსჯის. შეგახსენებთ, რომ გუნდები ერთმანეთს პარასკევს, ევროპის სუპერ თასის გათამაშებაში დაუპირისპირდებიან. მატჩი მონაკოში გაიმართება.

კუპერსი, რომელიც 38 წლის გახლავთ, 2006 წლიდან საერთაშორისო არბიტრად ითვლება. მან ევროპული ტურნირების 34 მატჩი განსაჯა. გასულ სეზონს, როდესაც ერთმანეთს “პორტო” და “ვილიარეალი” დაუპირისპირდნენ (5–1), სწორედ კუპერსი მოგვევლინა მთავარ მსაჯად.

კუპერს განსჯილი აქვს თამაში კატალონიელთა მონაწილეობითაც. ეს მოხდა 2009/10 სეზონში, როცა “ბარსელონა” კიევის “დინამოს”, მოგვიანებით კი “შტუდგარდს” დაუპირისპირდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში